Margaliti Collection პირველი უნიკალური სივრცეა, რომელიც „შვეიცარიული აგრარული სკოლა კავკასიის“ ინიციატივით შეიქმნა. უნიკალური, კონცეპტუალური სივრცე სულ ახლახანს გაიხსნა. როგორც შვეიცარიული აგრარული სკოლა,,კავკასიის“ დირექტორმა თინათინ მახარაძემ Business Insider Georgia -თან საუბარში აღნიშნა, ადგილზე შესაძლებელია სხვადასხვა პროდუქტის შეძენა და ასევე სხვადასხვა კერძების, დესერტების დაგემოვნებაც.
„ობიექტი გაიხსნა „შვეიცარიული აგრარული სკოლა კავკასიის“ მიერ. ეს არის კაფე, სადაც შესაძლებელია სხვადასხვა ნატურალური პროდუქტის შეძენა და ასევე დაგემოვნებაც. მენიუ მორგებულია სრულად ჩვენს პროდუქციაზე “, - ამბობს კომპანიის დირექტორი თინათინ მახარაძე.
Margaliti Collection- ის მენიუ მეტად მრავალფეროვანია, ისევე როგორც პროდუქცია, რომლის შეძენის შესაძლებლობაც ადგილზე მისულ ნებისმიერ მსურველს აქვს.
„გვაქვს ჩვენი კრემ-ყველით და კარაქით დამზადებული დესერტები, ჩვენი ყველით დამზადებული პიცა, სენდვიჩები და ა.შ. გარდა იმისა, რომ ჩვენს პროდუქციაზე გვაქვს ორიენტაცია სამზარეულოში და მენიუში ასევე ის ინგრედიენტები რისი მოწოდებაც ადგილობრივ მომწოდებლებს შეუძლიათ მაქსიმალურად ყველაფერი არის ქართული. ადგილზე არსებული ხორცპროდუქტები სრულიად ქართულია. პურს, ქართული ჭვავისა და წითელი დოლის ფქვილით ვაცხობთ. ასევე გვაქვს ჩაი გურიიდან რამოდენიმე სხვადასხვა მცირე მწარმოებლის, გვაქვს სხვადასხვა რეგიონებიდან ასევე მცირე მწარმოებლების თაფლი, მურაბები. ყველაფერი რაც შეიძლება რომ საქართველოში ვიყიდოთ არის ქართული. ამიტომ ჰქვია „მარგალიტი ქოლექშენი“, რომ შევეცადეთ შეგვეკრიბა საუკეთესო ქართული პროდუქცია და ერთ სივრცეში მოგვექცია “, - აღნიშნავს კომპანიის დირექტორი თინათინ მახარაძე.
მიუხედავად, იმისა რომ Margaliti Collection სულ ახლახანს გაიხსნა ინტერესი და მოთხოვნა საკმაოდ მზარდია.
„მიუხედავად იმისა, რომ ახალია საკმაოდ დიდია ინტერესი განსაკუთრებით ყველის მიმართ. ლოკაციაც იმას უწყობს ხელს რომ ძალიან თვალში საცემი იყოს. ყველიც ძალიან საინტერესოდაა წარმოდგენილი, რადგან ნამდვილი ყველის ვიტრინა გვაქვს გაკეთებული, მაცივარი ვიტრინა, რომელიც ქუჩაზეა განთავსებული და ბევრ ადამიანს იზიდავს. დაახლოებით, ვიმეორებთ იმას როგორც საწყობში ხდება ამის დაძველება და დასაწყობება ქალაქ დმანისში “, - აცხადებს კომპანიის დირექტორი თინათინ მახარაძე.
იმისთვის, რომ Margaliti Collection -ის სამზარეულოს მოთხოვნა დაკმაყოფილებულიყო ქარხანის წარმოებას დაემატა ექვსი ახალი სახეობის პროდუქტი, რომელიც შიდა გამოყენებისთვისაა, თუმცა სამომავლოდ შესაძლოა მოხდეს მისი გაყიდვა.
„ჩვენ ეხლა იმისთვის რომ სამზარეულოს მოთხოვნა დაგვეკმაყოფილებინა ქარხანაში დავამატეთ არაჟნის, მასკარპონეს, ბურატას, სულგუნის წარმოება, ასევე ჩამოსასხმელი რძე, რომელსაც ბარში ყავისთვის ვიყენებთ და ნაღები. კიდევ თუ იქნება დამატებითი მოთხოვნა სხვა პროდუქტებზე კაფის მენიუს მხრიდან დავამატებთ. ამჯერად ეს 6 ახალი პროდუქტი დაგვემატა, რაც დიდი სიახლეა ქარხნისთვის. ამ პროდუქტებს არ ვყიდით. ვიყენებთ მხოლოდ ჩვენი შიდა მოხმარებისთვის ამ ეტაპზე. თუმცა შესაძლებელია სამომავლოდ ვიფიქროთ ამის გაყიდვაზეც “, - განმარტავს კომპანიის დირექტორი თინათინ მახარაძე.
ცნობისთვის, Margaliti Collection -ი ოფიციალურად პირველ მარტს გაიხსნა. ობიექტი თბილისშ, ვასილ პეტრიაშვილის I ნომერში მდებარეობს.
უახლესი
16 საათის წინ
sCoolApp-ში საჩუქრების კამპანია დაიწყო16 საათის წინ
ლარის კურსი დოლართან და ევროსთან გამყარდა16 საათის წინ
საქართველოს ავიაბაზარის TOP 5 მოთამაშე