დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
შუა დერეფანი გლობალური მოწოდების ჯაჭვში უკვე საავტომობილო ტრანსპორტის სახითაც დაიწყებს პოზიციონირებას - გურამ გურამიშვილი

შუა დერეფანი გლობალური მოწოდების ჯაჭვში უკვე საავტომობილო ტრანსპორტის სახითაც დაიწყებს პოზიციონირებას - გურამ გურამიშვილი

31-05-2024 13:00:00

ეკონომიკის და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გურამ გურამიშვილი მიიჩნევს, რომ შუა დერეფნის მიმართულებით ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი გახდება წამყვანი ნაწილი, თუმცა მანამდე დიდ მნიშვნელობას იძენს სარკინიგზო და ახლა უკვე საავტომობილო გადაზიდვები. 

„გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენ შუა დერეფნის ამოქმედება დავიწყეთ 2015 წლიდან და მას ერქვა ტრანსკასპიური საერთაშორისო მარშრუტი ყაზახეთის, აზერბაიჯანის და საქართველოს რკინიგზების მონაწილეობით. ამ გზამ რთული გზა განვლო და დღეს, როდესაც 12 დღიანი ტარგეტი გაქვს და  რეალურად სარკინიგზო გზავნილი ჩვენს პორტებამდე შეიძლება 12 დღეში ჩავიდეს. თავდაპირველად ეს იყო 25-26 დღე. მართლაც, რომ განახევრებულია ეს დრო. იმდენი შრომაა ჩადებული ამ პროექტში სარკინიგზო ადმინისტრაციების მიერ, რომ პროცესი ბევრად დამოკლდა. 

ახალი აქტორი დაემატა საავტომობილო გადაზიდვების სახით და პირველი ორგანიზებული საპილოტო გზავნილი გამოიგზავნა საქართველოს დანიშნულებითი იმპორტის სახით და ამის ორგანიზაცია გააკეთა ჩინეთის ტრანსპორტის სამინისტრომ. 

მნიშვნელოვანია, რომ ეს გზავნილიც მინიმალურად მოკლე ვადებში მოხვდა საქართველოში. ეს იყო საქართველოს იმპორტი და ზუსტად 12 დღეში, როგორც სარკინიგზო გზავნილი, ჩამოვიდა თბილისში და დაიცალა. შემდეგი გზავნილი იგეგმება უკვე საქართველოს გავლით, თურქეთის დანიშნულებით და ეს ნიშნავს, რომ არამხოლოდ სარკინიგზო ტრანსპორტით, არამედ შუა დერეფნი დაიწყებს უკვე პოზიციონირებას გლობალურ მოწოდების ჯაჭვში უკვე საავტომობილო ტრანსპორტის სახითაც“, - აღნიშნა გურამ გურამიშვილმა „იმედის დილაში“ რუბრიკა Business Insider Georgia-ში სტუმრობისას.

შეგახსენებთ, რომ შუა დერეფნის ისტორიაში პირველად, ჩინეთიდან საქართველოში ორგანიზებული საპილოტე ავტოგადაზიდვა განხორციელდა - ჩინეთის ქალაქ ურუმჩიში დატვირთული ავტომობილები საქართველოში ყაზახეთის, კასპიის ზღვისა და აზერბაიჯანის გავლით საქართველოში 26 მაისს შემოვიდნენ.

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები