ავტომობილების რეექსპორტი საქართველოში რეკორდულ მაჩვენებელზეა. ოფიციალურ სტატისტიკაზე დაყრდნობით, მასშტაბური მატება შუა აზიის ქვეყნებიდან - ყირგიზეთიდან, ყაზახეთიდან, და ტაჯიკეთიდან მოთხოვნის ზრდას უკავშირდება.
თავის მხრივ, როგორც ავტოიმპორტიორები აღნიშნავენ, არ არის გამორიცხული გარკვეული რაოდენობა ამ ქვეყნებიდან რუსეთში გადიოდეს. თუმცა მათი წილი, როგორც „კავკასიის ავტოიმპორტის“ ხელმძღვანელი გიორგი სურგულაძე აღნიშნავს, 15%-ს არ უნდა აღემატებოდეს.
„ყირგიზეთი და ყაზახეთი მზარდი ბაზრებია. ასე იყო 20 წლის წინაც, როცა ჩვენ ბიზნესს ვიწყებდით და ახლაც ანალოგიური მოცემულობაა. წლების განმავლობაში ეს ბაზრები რუსეთიდან მარაგდებოდა, მაგრამ ახლა იქ ისეთი ვითარებაა, რომ არც აწარმოებს ავტომობილებს და მეორადებიც კი არასაკმარისი რაოდენობით შეჰყავთ.
შესაბამისად, სხვა ქვეყნებს ვერ მოამარაგებენ. შეიძლება ვივარაუდოთ, რომ შუა აზიის ქვეყნები საქართველოდან იმპორტირებულ ავტოსატრანსპორტო საშუალებების გარკვეულ რაოდენობას რუსეთში ჰყიდდნენ. არ მგონია, მათ წილი 15%-ს აჭარბებდეს", - ამბობს გიორგი სურგულაძე Business Insider Georgia - თან.
საქსტატის მონაცემებით, 2023 წლის იანვარ-ივნისში სასაქონლო ჯგუფებიდან საექსპორტო ათეულში პირველი ადგილი მსუბუქმა ავტომობილებმა დაიკავა 990.9 მლნ. აშშ დოლარით, რაც მთელი ექსპორტის 32.5 პროცენტს შეადგენს. ცნობისთვის, 2023 წლის იანვარ-ივნისში საქართველოდან უცხოეთში რეკორდული მოცულობის 990 მილიონი დოლარის ღირებულების 51 ათასი ავტომობილი გავიდა ექსპორტზე. ეს მოცულობა წინა წელთან შედარებით 267%-ით მეტია.
უახლესი
11 საათის წინ
2025 წელს ვგეგმავთ აშშ-ის ბაზარზე შესვლას - „კერკი“12 საათის წინ
1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.8021 ლარი გახდა