ფუნდამენტური მაკროეკონომიკური ფაქტორები ძლიერია საქართველოში და სწორედ ის განსაზღვრავს იმ ეკონომიკურ ვითარებას, რომელიც დღეს გაქვს, - ამის შესახებ „იმედის დილაში“ რუბრიკა Business Insider Georgia-ში სტუმრობისას სებ-ის ვიცე-პრეზიდენტმა ეკატერინე მიქაბაძემ განაცხადა. მისი განმარტებით, ქვეყანაში ინფლაცია სამიზნე მაჩვენებელს ქვემოთ ნარჩუნდება და სექტემბრის 0,6%-იანი მაჩვენებელი სებ-ის მონეტარული პოლიტიკის გატარების შედეგია, როგორც დროული გამკაცრების, ასევე დროული ნორმალიზების მიმართულებით.
„დავიწყებ ფასების სტაბილურობით, რომელიც სებ-ის მთავარი მანდატია და გრძელვადიანი ეკონომიკური ზრდის საფუძველი. ჯერ კიდევ 2023 წლის დასაწყისიდან დაიწყო ფასების ზრდის ტემპის შენელება და უკვე მარტიდან მოყოლებული ინფლაციის 3%-იანი მაჩვენებლის ქვემოთ ნარჩუნდება. სექტემბრის მონაცემებით ინფლაცია 0,6%-ის შეადგენს და ეს მე ვიტყოდი სებ-ის მონეტარული პოლიტიკის გატარების შედეგია, როგორც დროული გამკაცრების, ასევე დროული ნორმალიზების მიმართულებით. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ინფლაცია დიდწილადაა განპირობებული ადგილობრივი პროდუქტების დაბალი ინფლაციით და ასევე მომსახურების სექტორში ფასების ზრდის ნელი ტემპით. ეს თავის მხრივ გრძელვადიანი ინფლაციური მოლოდინების დასტაბილურებაზე მიგვითითებს, რაც ძალიან მნიშვნელოვანია.
რაც შეეხება სხვა ფუნდამენტურ მაკროეკონომიკურ ფაქტორებს, შეიძლება ითქვას, რომ ძალიან იდეალური დამთხვევა გაქვს, დაბალ ინფლაციასთან ერთად არის საკმაოდ მაღალი ეკონომიკური ზრდა. 9 თვის მონაცემებით ეკონომიკური ზრდა 9,8%-ია, ეს არის ერთობლივი შიდა მოთხოვნის ზრდის საფუძველზე დაფიქსირებული ეკონომიკური ზრდა აჭარბებს ყველა მოლოდინს და შესაბამისად ეკონომიკაში მაღალი აქტივობის ამსახველია“, - აღნიშნა ეკატერინე მიქაბაძემ.
უახლესი
7 საათის წინ
ნოემბერში სებ-მა რეზერვები 85.7 მლნ დოლარით შეავსო