ჩვენ ძალიან გვიხარია, რომ Galt & Taggart-ს და საქართველოს ბანკს მიეცა შესაძლებლობა, რომ დღევანდელ ღონისძიებაზე წარედგინა საქართველოს მაკროეკონომიკის მიმოხილვა და სწრაფად მზარდია რამდენიმე სექტორი, - ამის შესახებ საინვესტიციო ბანკის, Galt & Taggart-ის მმართველმა დირექტორმა, ლევან შავკაციშვილმა BAG-ის ეგიდით პრემიერ-მინისტრთან შეხვედრამდე განაცხადა.
„Galt & Taggart-ი უკვე ათი წელია აქტიურად ფარავს ქვეყნის ეკონომიკას და მასში შემავალ მნიშვნელოვან სექტორებს. ჩვენი მიზანია, პარტნიორებსა და ბიზნეს მივაწოდოთ დროული და სწორი ინფორმაცია, რათა მათ დავეხმაროთ სწორი გადაწყვეტილებების მიღებაში“, - განაცხადა ლევან შავკაციშვილმა.
მისი თქმით, პრემიერთან და ბიზნესის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე Galt & Taggart-ი ბიზნესის 6 სექტორს მიმოიხილავს.
„მიმოხილვა შემდეგ სექტორებს მოიცავს: განათლება, ტურიზმი, ტრანსპორტი და ლოჯისტიკა, თბილისისა და ბათუმის უძრავი ქონება, სწრაფად რეალიზებადი სამომხმარებლო საქონელი (FMCG) და IT სექტორი.“, - განაცხადა ლევან შავკაციშვილმა.
უახლესი
3 საათის წინ
„ჩირიფრუტი“ გაფართოებას გეგმავს4 საათის წინ
„გორგიაში“ 80%-მდე სააღდგომო ფასდაკლებები დაიწყო5 საათის წინ
1 დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.7573 ლარი გახდა6 საათის წინ
რამდენია მიმოქცევაში არსებული ნაღდი ფულის მასა