„მართე ბიზნესი ბიზნეს მობილბანკით“ - სწორედ ამ სლოგანით დაიწყო ახლახან საქართველოს ბანკმა მორიგი კამპანია, რითიც ბიზნესებისთვის შექმნილი ყოვლისმომცველი საბანკო აპლიკაციის ოთხი წელიც აღნიშნა. ამ პერიოდში აპლიკაციამ მრავალფეროვანი ფუნქციონალი შეიძინა, მოიპოვა საერთაშორისო ჯილდოები და ქვეყნის მასშტაბით ათი ათასობით ბიზნესს დროისა და რესურსების დაზოგვის შესაძლებლობა მისცა.
საქართველოს ბანკის ბიზნეს მობილბანკის ერთ-ერთი გამორჩეული მოდული შეთავაზებებია. ესაა სივრცე, სადაც ერთიანდება სპეციალური შეთავაზებები ბიზნეს კონსულტაციებზე, პროგრამული უზრუნველყოფის სერვისებზე, საგადასახადო თუ საბუღალტრო პროგრამებზე და სხვა. ამ სტატიაში საქართველოს ბანკის ანალიტიკოს-დეველოპერი, თემო ხატიაშვილი გვიამბობს, თუ როგორ იქმნებოდა შეთავაზებების მოდული და რა შესაძლებლობებს აძლევს ის ბიზნესებს.
„შეთავაზებების მოდულის შექმნის მთავარი მიზანი იყო, ხელი შეგვეწყო მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის, რათა მათ როგორც ზოგადი, ისე საკუთარი სპეციფიკის შესაბამისი ბიზნეს წინადადებები ეპოვათ და საქმიანობის გაძლიერების შესაძლებლობა ჰქონოდათ. ვფიქრობთ, ეს მისია გარკვეულწილად, შესრულდა, რადგან ათასობით ბიზნესი შეთავაზებებს ბიზნეს მობილბანკის დახმარებით ააქტიურებს“, - ამბობს თემო ხატიაშვილი.
მისი თქმით, მოდულს არაერთი უპირატესობა აქვს, მათ შორისაა ის, თუ რამდენად მრავალფეროვანია შეთავაზებები.
„მოდული უამრავი ტიპის შეთავაზებას აერთიანებს. აქ, პრაქტიკულად, ყველაფერია, რაც ბიზნესს ყოველდღიურ საქმიანობაში შეიძლება დასჭირდეს. მაგალითად, აქ შეგხვდებათ შეთავაზებები მარაგების მართვის, საკურიერო მომსახურების, მარკეტინგული აუდიტის, ბიზნეს ქოუჩინგის, სოციალური მედიის მართვისა და სხვა მიმართულებებით. მნიშვნელოვანია აღვნიშნოთ, რომ შეთავაზებებს შორის მომხმარებლები უფასო სერვისებსაც იპოვიან, რაც განსაკუთრებით საინტერესო ახალბედა, მცირე ზომის ბიზნესებისთვისაა“, - განმარტავს თემო ხატიაშვილი.
საქართველოს ბანკის ანალიტიკოს დეველოპერი მოდულის შექმნის ტექნოლოგიურ მხარეზეც გვიამბობს:
„მოდულზე მუშაობა საკმაოდ საინტერესო და გამოწვევებით სავსე იყო. ჩვენი ამოცანა საუკეთესო სამომხმარებლო გამოცდილებაზე ზრუნვა და ამ ყველაფრის ტექნიკური იმპლემენტაცია იყო. შედეგად, დღეს ამ მოდულს მოქნილი სერვისები და დახვეწილი UX გამოარჩევს. ამის მაგალითია ის, რომ მომხმარებელს შესაძლებლობა აქვს, გაფილტროს შეთავაზებები ტიპის (მაგ: ფასდაკლება, ქეშბექი, სპეციალური შეთავაზება), სეგმენტის (მომსახურება, ვაჭრობა, აგრობიზნესი, დამწყები ბიზნესი), ასევეკატეგორიების (ბიზნეს კონსულტაცია, საბუღალტრო მომსახურება, მარკეტინგული მომსახურება) მიხედვით და სხვა. ასეთი მოქნილი ფილტრაციის სისტემა კი, ვფიქრობ, მომხმარებელს უზოგავს დროს, რომ სწრაფად იპოვოს ის საქმიანი წინადადებები, რაც მისი ბიზნესისთვის რელევანტურია.“
აღსანიშნავია, რომ თემო ხატიაშვილი თითქმის სამი წელია, საქართველოს ბანკის ბიზნეს მობილბანკის გუნდის წევრია ანდროიდ დეველოპმენტის მიმართულებით. მას არაერთი ფუნქციონალის შექმნაში აქვს მონაწილეობა მიღებული, როგორებიცაა შაბლონები, გადარიცხვები, ბარათის შეკვეთა, დეპოზიტები და ა.შ.
საქართველოს ბანკი კი განაგრძობს ბიზნესის საჭიროებებზე მორგებული ციფრული ტექნოლოგიებისა და ინოვაციების დანერგვას. მათ შორის, მუდმივად აახლებს შეთავაზებებს ბიზნეს მობილბანკში.
იმისთვის, რომ თქვენც ისარგებლოთ ფასდაკლებით, ქეშბექით ან უფასო სერვისებით, გადმოწერეთ ბიზნეს მობილბანკი. ხოლო თუ ჯერ არ ხართ საქართველოს ბანკის მომხმარებელი, გახსენით ანგარიში მარტივად ონლაინ.
უახლესი