დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
შემოსავლების სამსახური  გადასახადის გადამხდელებისათვის განცხადებას ავრცელებს

შემოსავლების სამსახური გადასახადის გადამხდელებისათვის განცხადებას ავრცელებს

30-11-2023 21:12:13

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური გადასახადის გადამხდელებს აცნობებს, რომ შესაბამისი პროგრამული უზრუნველყოფის საფუძველზე, გადამხდელების ინტერესების გათვალისწინებითა და ნებაყოფლობითი კანონშესაბამისობის მაჩვენებელის გაუმჯობესების მიზნით, გარკვეული პერიოდულობით, ხორციელდება საგადასახადო დავალიანების მქონე გადასახადის გადამხდელთა წინასწარი ინფორმირება შესაბამისი დავალიანების არსებობის შესახებ.

უწყების ცნობით, ამ პროცესიდან გამომდინარე, მიმდინარე წლის, 30 ნოემბერს, გადასახადის გადამხდელთა (დირექტორის, მეწარმის ან შესაბამის უფლებამოსილ პირთან) მიმართ, განხორციელდა შემოსავლების სამსახურის საერთო ბაზაში რეგისტრირებულ მობილურ სატელეფონო ნომრებზე, საინფორმაციო ხასიათის, მოკლე ტექსტური (SMS) შეტყობინების გაგზავნა.

„შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ თუ მიიღეთ მსგავსი შეტყობინება და თქვენ აღარ ხართ საწარმოს/ორგანიზაციის დირექტორი ან/და უფლებამოსილი პირი და გეცნობათ ყოფილი სამსახურის საგადასახადო დავალიანების შესახებ ან/და თუ თქვენ ამჟამად ფლობთ წინა პერიოდში, სხვა პირის საკუთრებაში არსებულ მობილურ სატელეფონო ნომერს, რომელზეც მიიღეთ ზემოაღნიშნული ინფორმაცია, გთხოვთ, განახორციელოთ აღნიშნულ სატელეფონო ნომერზე ახალი მფლობელის ცვლილება შემოსავლების სამსახურის ელექტრონული სერვისების გვერდის გამოყენებით ან დაზუსტების/ცვლილების მიზნით, დაუკავშირდეთ ყოფილი სამსახურის წარმომადგენლებს (რათა მათ თავად განახორციელონ სათანადო ცვლილება) ან მიმართოთ საქართველოს მასშტაბით არსებულ შემოსავლების სამსახურის მოქალაქეთა მომსახურების სერვის-ცენტრებს. აღნიშნულის გათვალისწინებით, რათა უკეთ მოხდეს საზოგადოების ინფორმირება თუ რა სახის პროგრამული უზრუნველყოფის ოპერაცია განხორციელდა, განვიხილოთ კონკრეტული მაგალითი:

შპს „X“-ს/ან ფიზიკურ პირს უფიქსირდება საგადასახადო დავალიანება 2000 ლარი. პროგრამა ავტომატურ რეჟიმში ახორციელებს შპს-ს დირექტორის/უფლებამოსილი პირის მიერ, მითითებულ მობილურ სატელეფონო ნომერზე (SMS) შეტყობინების გაგზავნას, რომ შპს „X“-ს/ან ფიზიკურ პირს (პ/ნ და ს/ნ მითითებით) 2023 წლის 29 ნოემბრის მდგომარეობით, უფიქსირდება საგადასახადო დავალიანება 2000 ლარი, პირადი აღრიცხვის ბარათზე და მიეთითება შემოსავლების სამსახურის საკონტაქტო ინფორმაცია ბმულების სახით.

დამატებითი ინფორმაციის მისაღებად იხილეთ შემდეგი ბმულები: 

ინსტრუქცია დავალიანების შესახებ ინფორმაციის გადამოწმებასთან დაკავშირებით:
https://www.rs.ge/ServicesCatalog?taxarrears&guid=E67E7D6C5C52F001E053790214AC8D17
შემოსავლების სამსახურის მოქალაქეთა მომსახურების სერვის ცენტრების მისამართები: 
https://rs.ge/Contact?cat=1&tab=1“,. - აღნიშნულია განცხადებაში.

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები