დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
შარლ მიშელის ხელშეკრულება ბოლომდე რომ განხორციელებულიყო, საქართველოს კანდიდატის სტატუსი უკვე მინიჭებული ექნებოდა - პრეზიდენტი

შარლ მიშელის ხელშეკრულება ბოლომდე რომ განხორციელებულიყო, საქართველოს კანდიდატის სტატუსი უკვე მინიჭებული ექნებოდა - პრეზიდენტი

31-05-2023 19:12:09

პრეზიდენტის ძალაუფლება უნდა იყოს თავისუფალი ნებისმიერი ზეწოლისაგან ქვეყნის შიგნიდან თუ ქვეყნის გარედან და მინდა, ასევე, მივმართო გარკვეულ სამთავრობო წრეებს, რომ არ არის საჭირო ჩემს მიმართ მუქარის მცდელობა, რადგან გავაკეთებ იმას, რასაც ვთვლი საჭიროდ, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ევროპარლამენტში სიტყვით გამოსვლისას ისაუბრა. (ინტერპრესნიუსის თარგმანი) 

„ქართველები ფხიზლად დგანან, რომ არცერთმა მთავრობამ არ გადაუხვიოს ევროინტეგრაციის გზას. ყველა მასობრივი დემონსტრაცია მხარს უჭერდა თავისუფლებას, დემოკრატიას და ევროპულ გზას. ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში საქართველოს მოსახლეობა გადიოდა ქუჩაში, რათა დაეცვა ეს იდეალები, როდესაც ის სუსტდებოდა. 2019 წელს ივნისში, როდესაც რუსეთის დუმის წარმომადგენელს საქართველოს პარლამენტში დაჯდომის საშუალება მიეცა და დაარღვია ჩვენი კანონი ოკუპაციის შესახებ და გაჩნდა შეკითხვები იმ ადამიანების პროევროპულ ორიენტაციასთან დაკავშირებით, რომლებმაც ის მოიწვიეს. 2022 წელს თებერვალში, როდესაც უკრაინისა და ჩვენი საერთო ევროპული მისწრაფებების მიმართ სრული სოლიდარობის დემონსტრირება მოხდა, 2022 წლის ივნისში, ვიდრე ევროპული საბჭო მიიღებდა გადაწყვეტილებას კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით და 2023 წლის მარტში, როდესაც საქართველოს მოსახლეობამ ფაქტობრივად აიძულა ხელისუფლება უკან დაეხია ე.წ. „რუსულ კანონთან“ დაკავშირებით, რომელიც რომელიც აღქმულ იქნა, როგორც საფრთხე სამოქალაქო საზოგადოებისადმი, არასამთავრობო სექტორისადმი და ამგვარად, ჩვენი ევროპული მისწრაფებებისადმი“, - აღნიშნა პრეზიდენტმა.

მან 19 აპრილის შეთანხმებაზეც ისაუბრა და ხაზი გაუსვა, რომ აღნიშნული შეთანხმების სრულად განხორციელების შემთხვევაში, საქართველოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი უკვე მიღებული ექნებოდა.

„როგორც საქართველოს პრეზიდენტი, ჩემი კონსტიტუციური უფლებამოსილების ფარგლებში ყველა ნაბიჯს და ინიციატივას ვახორციელებ ამ მიზნების მხარდასაჭერად. ვცდილობ, მოხდეს დეპოლარიზაცია ეროვნული შერიგების ინიციატივის წამოყენებით, სამოქალაქო საზოგადოების მონაწილეობით, ერთიანი პოლიტიკური პლატფორმის მხარდაჭერით, ქალთა როლის გაძლიერებით - ეს უდავოდ რთული პროცესია და ჯერჯერობით რაიმე წარმატებით ვერ ვიამაყებ.

პრეზიდენტ შარლ მიშელთან ერთად 19 აპრილს მოეწერა ხელი შარლ მიშელის ხელშეკრულებას ყველა პოლიტიკური პარტიის თანდასწრებით პრეზიდენტის სასახლეში. ეს ხელშეკრულება რომ ბოლომდე განხორციელებულიყო, საქართველოს უკვე მიენიჭებოდა კანდიდატის სტატუსი. სამჯერ ოპოზიციური ფიგურების შეწყალებით იმისთვის, რომ შემსუბუქებულიყო პოლიტიკური დაძაბულობა, ეს გადაწყვეტილება, იყო მაღალი პოლიტიკური ფასის გამომწვევი პოლარიზებულ ატმოსფეროში. ზოგიერთი ჩარევის გათვალისწინებით, რაც მივიღე, მინდა, ნათლად განვაცხადო, რომ იმ დროს, როდესაც წარმოვადგენ მცირე ქვეყანას, ამ საკითხზე პრეზიდენტის დისკრეციული უფლებამოსილება თანასწორად პატივცემული უნდა იყოს მცირე თუ დიდი ქვეყნისთვის. შეწყალება არის უფლება, რომელიც პრეზიდენტმა უნდა განახორციელოს. პრეზიდენტის ძალაუფლება უნდა იყოს თავისუფალი ნებისმიერი ზეწოლისაგან ქვეყნის შიგნიდან თუ ქვეყნის გარედან და მინდა, ასევე, მივმართო გარკვეულ სამთავრობო წრეებს, რომ არ არის საჭირო ჩემს მიმართ მუქარის მცდელობა, რადგან გავაკეთებ იმას, რასაც ვთვლი საჭიროდ. ჩემი კონსტიტუციური ვეტოს გამოყენებით, იმ კანონმდებლობის წინააღმდეგ, რომელიც ეწინააღმდეგება ევროპულ პრინციპებს და ვიცი, შესაძლოა ჩემი ვეტო დაძლიეს ან მომავალში დაძლიოს უმრავლესობამ, მას მხარს დაუჭერს და გააძლიერებს საქართველოს ასობით ათასი მოქალაქე, იმიტომ რომ ეს ეხება ძირითად პრინციპებს რომლის ერთგულებიც ვართ ყველა“, – განაცხადა პრეზიდენტმა.

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები