სებ-მა სს „მიკროსაფინანსო ორგანიზაცია სვის კაპიტალი“ დააჯარიმა. როგორც ბანკის ვებგვერდზე ნათავსული ინფორმაციიდან ირკვევა, 1 კლიენტთან მიმართებაში დაირღვა „ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი, კერძოდ, მიკროსაფინანსო ორგანიზაციამ არ განახორციელა კანონმდებლობის შესაბამისად გარიგების ან/და ქონების (ფულადი სახსრების) წარმომავლობის შესწავლა, რაც „მიკროსაფინანსო ორგანიზაციისა და მისი ადმინისტრატორების მიმართ ფულადი ჯარიმების ოდენობის განსაზღვრის, დაკისრებისა და აღსრულების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2020 წლის 5 თებერვლის №16/04 ბრძანებით დამტკიცებული წესის მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის შესაბამისად ითვალისწინებს მიკროსაფინანსო ორგანიზაციის დაჯარიმებას - 3,000 (სამი ათასი) ლარის ოდენობით, დარღვევის თითოეულ ფაქტზე. ხსენებული დარღვევის ერთი შემთხვევისათვის, სულ - 3,000 (სამი ათასი) ლარი.
მიკროსაფინანსო ორგანიზაციას დაეკისრა ფულადი ჯარიმა ჯამში 3,000 ლარის ოდენობით.
უახლესი
3 საათის წინ
როგორია საქართველო ყაზახეთის სავაჭრო ურთიერთობები11 საათის წინ
როგორია Nano Filter-ის 2025 წლის გეგმები13 საათის წინ
თბილისის „საახალწლო სოფელი“ 14 იანვრამდე იფუნქციონირებს19 საათის წინ
ევროკავშირიდან იმპორტი 16%-ითაა გაზრდილი