ეროვნული ბანკის ფინანსური ბაზრების დეპარტამენტის თანამშრომლები, World Bank-ის რეზერვების მართვის საკონსულტაციო პროგრამის (RAMP) ფარგლებში, სამუშაო ვიზიტით ტაჯიკეთის ეროვნულ ბანკში იმყოფებოდნენ.
ინფორმაციას ეროვნული ბანკი ავრცელებს.
ვიზიტის მთავარ მიზანს ეროვნული ბანკის თანამშრომლების მიერ ტაჯიკელი კოლეგებისთვის სავალუტო რეზერვების მართვის სფეროში გამოცდილების გაზიარება წარმოადგენდა.
ასევე, დაისახა გრძელვადიანი თანამშრომლობის სამომავლო პერსპექტივები, რაც ითვალისწინებს ტაჯიკეთის ეროვნული ბანკის წარმომადგენლების საქართველოში ვიზიტსა და სებ-ის მხრიდან სავალუტო რეზერვების მართვის პროცესის გაუმჯობესებაში მხარდაჭერას.
RAMP-ის პროგრამაში, რომლის მიზანიც ქვეყნების მიერ სავალუტო რეზერვების უფრო ეფექტიანად მართვის ხელშეწყობაა, საქართველოს ეროვნული ბანკი 2009 წლიდანაა ჩართული. შედეგად, სებ-მა მნიშვნელოვნად გააუმჯობესა საერთაშორისო რეზერვების მართვის ოპერაციები და მსოფლიოში წამყვანი მიდგომები დანერგა.
აღსანიშნავია, რომ მსოფლიო ბანკის ხაზინა დადებითად აფასებს და მადლობას უხდის სებ-ის გუნდს რეზერვების მართვის პროგრამაში აქტიური ჩართულობისა და გაწეული სამსახურისათვის.
უახლესი
1 დღის წინ
დედაქალაქში „საახალწლო სოფელი“ გაიხსნა