დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
სებ-ის თანამშრომლებმა დედამიწის დღესთან დაკავშირებით მცხეთასთან ახლოს წიწვოვანი ხეები დარგეს და ტერიტორია დაასუფთავეს

სებ-ის თანამშრომლებმა დედამიწის დღესთან დაკავშირებით მცხეთასთან ახლოს წიწვოვანი ხეები დარგეს და ტერიტორია დაასუფთავეს

22-04-2024 15:03:00

საქართველოს ეროვნული ბანკი დედამიწის დღის აღნიშვნასთან დაკავშირებულ ღონისძიებებს შეუერთდა.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინიციატივით შექმნილი პლატფორმა "ტყის მეგობარი" მხარდაჭერით, ეროვნული ბანკის თანამშრომლებმა მონაწილეობა მიიღეს გამწვანების მასშტაბურ აქციაში.

თბილისის შემოგარენში, მცხეთასთან ახლოს სებ-ის თანამშრომლებმა წიწვოვანი ხეები დარგეს  და  მიმდებარე ტერიტორია დაასუფთავეს.

"საქართველოს ეროვნული ბანკი უერთდება დედამიწის დღესთან დაკავშირებულ აქტივობებს. ბანკის თანამშრომლებმა ქალაქ მცხეთასთან კონკრეტული ტერიტორია დავასუფთავეთ და დავრგეთ წიწვოვანი ხის ნარგავები. კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში, აღნიშნულ აქტივობებს ხშირად ვახორციელებთ და შეგვაქვს ჩვენი წვლილი გარემოს დაცვასა და პატრონობაში", - აღნიშნა ეროვნული ბანკის აღმასრულებელმა დირექტორმა ვახტანგ ბურკიაშვილმა. 

დედამიწის დღე ყოველწლიურად მთელ მსოფლიოში 22 აპრილს აღინიშნება. ეს დღე გლობალური ინიციატივაა, რომელიც გარემოს დაცვის მხარდასაჭერად მილიონობით ადამიანს აერთიანებს.

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები