საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, დღეს 17:00 საათზე ორბელიანების სასახლეში კომისია საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს წევრობის კანდიდატებთან გასაუბრებას გამართავს
კომისიის დღევანდელი სხდომის მუშაობის ტრანსლაცია მოხდება პრეზიდენტის ადმინისტრაციის ოფიციალური სოციალური ქსელის მეშვეობით - www.facebook.com/OrbelianiPalaceCommunications/
კომისია, რომლის შემადგენლობაშიც შედიან: თამარ სულუხია - თსუ ეკონომიკის საერთაშორისო სკოლის ISET-ის და ISET კვლევითი ინსტიტუტის დირექტორი, (კომისიის თავმჯდომარე), არჩილ მესტვირიშვილი - სების საბჭოს ყოფილი წევრი, ნიკოლოზ ყაველაშვილი - ილიაუნის ბიზნესის, ტექნოლოგიისა და განათლების ფაკულტეტის დეკანი, გიორგი ისაკაძე - მედიაკომპანია BMG-ის გენერალური პროდიუსერი, ეროვნული ბანკის საბჭოს წევრობის კანდიდატთა შერჩევის მიზნით, საქართველოს პრეზიდენტმა 10 აპრილს შექმნა.
კომისიამ განიხილა განაცხადები და სრული კონსენსუსით შეარჩია 8 კანდიდატი. კომისია გასაუბრების პროცესს დღეს დაასრულებს და გასაუბრების შედეგებს საქართველოს პრეზიდენტს 2024 წლის პირველ მაისამდე წარუდგენს.
სების საბჭოს წევრის 4 ვაკანტური ადგილის დასაკავებლად განაცხადების მიღება პრეზიდენტის ადმინისტრაციაში 2024 წლის 7 თებერვალიდან 1-ელი მარტის ჩათვლით მიმდინარეობდა. სების საბჭოს წევრობის სურვილი სულ 28 პირმა გამოთქვა, საიდანაც კომისიამ 8 კანდიდატი შეარჩია.
უახლესი