საქართველოს ეროვნული ბანკის ოქროს ზოდის სერტიფიკატის ფასები იზრდება.
2023 წლის 4 დეკემბრის მონაცემებით, 20 გრამიანი ნომინალის ოქროს ზოდის ყიდვის ფასი 3,447.89 ლარია, ხოლო გასაყიდი ფასი 3,732.25 ლარი.
1-ელ დეკემბერს, როდესაც სებ-მა 20 გრამიანი ნომინალის ოქროს ზოდი გასაყიდად ჩაუშვა, შემდეგი ფასები დაფიქსირდა - ყიდვის ფასი 3,438.73 ლარი, ხოლო გასაყიდი 3,722.34 ლარი.
ფასები რომ შევადაროთ, 1-ელი დეკემბრის შემდეგ 20 გრამიანი ნომინალის ოქროს ზოდის ყიდვის ფასი 9,16 ლარით გაიზარდა, ხოლო გასაყიდი ფასი 9,91 ლარით.
2023 წლის 4 დეკემბრის მონაცემებით, 1 კილოგრამიანი (1000 გრამი) ნომინალის ოქროს ზოდის ყიდვის ფასმა 172,394.27 ლარი შეადგინა, ხოლო გასაყიდმა ფასმა - 186,612.35 ლარი.
1-ელ დეკემბერს, როდესაც სებ-მა გასაყიდად1 კილოგრამიანი (1000 გრამი) ნომინალის ოქროს ზოდი გასაყიდად ჩაუშვა შემდეგი ფასები დაფიქსირდა - ყიდვის ფასი - 171,936.51 ლარი, ხოლო გასაყიდი - 186,116.84 ლარი.
ფასები რომ შევადაროთ, 1-ელი დეკემბრის შემდეგ 1 კილოგრამიანი (1000 გრამი) ნომინალის ოქროს ზოდის ყიდვის ფასი - 457.76 ლარით გაიზარდა, ხოლო გასაყიდი ფასი - 405.41 ლარით გაიზარდა.
უახლესი
1 დღის წინ
დედაქალაქში „საახალწლო სოფელი“ გაიხსნა