საქართველოს ეროვნული ბანკმა რეფინანსირების განაკვეთის უცვლელად, 8%-ის დონეზე დატოვა, რაც თიბისი კაპიტალის მოლოდინებთან და პროგნოზებთან თანხვედრაშია.
როგორც თიბისი კაპიტალის მთავარი ეკონომისტი, ოთარ ნადარაია განმარტავს, სებ-ისგადაწყვეტილება თიბისი კაპიტალის მოლოდინების შესაბამისი იყო. აღნიშნულის საფუძვლად ოთარ ნადარაია გარე და შიდა ფაქტორებს და აშშ-ის ისევ მკაცრ მონეტარულ პოლიტიკას მიიჩნევს.
,,სებ-ის მხრიდან მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის უცვლელად დატოვება ჩვენი მოლოდინების შესაბამისი იყო და ვფიქრობთ, რომ დაბალანსებული გადაწყვეტილებაა“, - აცხადებს ოთარნადარაია.
თიბისი კაპიტალის მთავარი ეკონომისტი აქვე განმარტავს იმ მთავარ ფაქტორებს და არგუმენტებს, რაც საგულისხმოა არსებულ გარემოში მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის ცვლილების თვალსაზრისით.
,,რა თქმა უნდა შემცირების არგუმენტებიც არსებობს მაგრამ ასევე უცვლელად დატოვების არგუმენტებიც არაერთია, რაც ეროვნული ბანკის პრეს რელიზშია მოცემული, აქ დავამატებდი რომ ძალიან მნიშვნელოვანია ჯერ კიდევ პირველ რიგში ამერიკის ფედერალური სისტემის მიერ ჯერ კიდევ გამკაცრებული მონეტარული პოლიტიკა. ეს მნიშვნელოვანია ისევე როგორც რა თქმა უნდა გაურკვევლობა და რისკები ყოველთვის სადღეისოდ არის. ამის გათვალისწინებით პრინციპში ჩვენ წლის ბოლომდე საბაზო სცენარით უცვლელად გვაქვს მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი და უფრო მეტად მომავალ წელს გვაქვს შერბილება. საშუალოვადიან პერსპეტივაში ნეიტრალური დონე დაახლოებით 7% იქნება, თუმცა ალბათ ნეიტრალურ დონეზე ჩვენი განაკვეთი რომ იყოს ამერიკის განაკვეთებიც ნეიტრალურ დონეზე უნდა იყოს ალბათ ეს ძალიან მნიშვნელოვანია სხვა ფაქტორებთან ერთად. ამ გარემოებას როგორც ცინეთის ცენტრალური ბანკი ასევე ევროპის ცენტრალური ბანკიც კი აკვირდება რადგან საერთაშორისო მასშტაბით ეს ძალიან მნიშვნელოვანია“,- განმარტავს ნადარაია.
უახლესი