ეროვნული ბანკის ფულის მუზეუმის ახალი პლატფორმით სარგებლობა უკვე შესაძლებელია. სრულად განახლებული ფუნქციონალით, დიზაინითა და ფორმატით შექმნილი ვებგვერდი განახლებულ ინტერნეტ მაღაზიასაც მოიცავს.
ინტერნეტ მაღაზიის ახალი ვერსია პასუხობს თანამედროვე ციფრულ მოთხოვნებს და მაქსიმალურად არის მორგებული მომხმარებელზე - აქვს მარტივი ნავიგაცია, გაუმჯობესებული საძიებო სისტემა და რაც მთავარია, საიტის დიზაინი თავსებადია ყველა ტიპის მობილურ მოწყობილობასთან (Mobile Responsive), მუშაობს ყველა ოპერაციულ სისტემაზე (Windows, Linux, Mac, Android, IOS) და ყველა პოპულარულ ვებბრაუზერში.
ამასთან, აღსანიშნავია, რომ ეროვნული ბანკის მიერ გამოშვებული სარეალიზაციო პროდუქციის, განსაკუთრებით კი საკოლექციო მონეტების მიმართ ბოლო პერიოდში გაზრდილი ინტერესიდან გამომდინარე, სულ უფრო მატულობს ინტერნეტ მაღაზიის ვიზიტორთა რაოდენობა.
ეროვნული ბანკის მიერ გამოშვებული სარეალიზაციო პროდუქციის გარდა, ახალი ვებგვერდის მეშვეობით მომხმარებლები შეძლებენ გაეცნონ ფულის მუზეუმის საექსპონატო, საგანმანათლებლო და სამეცნიერო საქმიანობას.
ასევე, ახალი ვებგვერდი მომხმარებლებს აძლევს შესაძლებლობას:
საწყის ეტაპზე ახალი ვებგვერდი - https://moneymuseum.nbg.gov.ge სატესტო რეჟიმში იმუშავებს. გარკვეული პერიოდით ხელმისაწვდომი იქნება ძველი ვებგვერდიც, მისამართზე - https://old.moneymuseum.nbg.gov.ge.
უახლესი