სებ-ის მიმოხილვის თანახმად, აპრილში, წინა თვესთან შედარებით, სარეზერვო ფულის მოცულობა 381.1 მლნ ლარით (5.8%) გაიზარდა და პერიოდის ბოლოსთვის 6.9 მლრდ ლარი შეადგინა.
მონეტარული ბაზა საშუალო მაჩვენებლის მიხედვით წინა თვესთან შედარებით, 199.9 მლნ ლარით (3.0%-ით) გაიზარდა.
აპრილში, საბანკო სისტემაში შიდა სამთავრობო კონვერტაციებით, ეროვნული ბანკის წმინდა სავალუტო გაყიდვებმა 68.3 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.
სავალუტო აუქციონებში ეროვნულ ბანკს მონაწილეობა არ განუხორციელებია.
BMatch პლატფორმის წესებზე დაფუძნებული მექანიზმის გამოყენებით ეროვნული ბანკის წმინდა შესყიდვებმა აპრილის განმავლობაში 73.1 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.
მთლიანობაში შიდა სამთავრობო კონვერტაციებით, სავალუტო ინტერვენციებით და BMatch მექანიზმით, წმინდა უცხოური აქტივები დაახლოებით 4.8 მლნ აშშ დოლარით გაიზარდა.
აპრილში მთავრობის დეპოზიტებზე არსებული სახსრები 683.3 მლნ ლარით შემცირდა და მისი მოცულობა პერიოდის ბოლოსთვის 886.4 მლნ ლარს გაუტოლდა.
უახლესი
57 წუთის წინ
„ჩირიფრუტი“ გაფართოებას გეგმავს1 საათის წინ
„გორგიაში“ 80%-მდე სააღდგომო ფასდაკლებები დაიწყო2 საათის წინ
1 დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.7573 ლარი გახდა3 საათის წინ
რამდენია მიმოქცევაში არსებული ნაღდი ფულის მასა