დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
სავაჭრო ცენტრი „მეგალაინი“ ბაზარზე აქტიურ პოზიციონირებას განაგრძობს

სავაჭრო ცენტრი „მეგალაინი“ ბაზარზე აქტიურ პოზიციონირებას განაგრძობს

24-03-2025 18:00:00

სავაჭრო ცენტრი „მეგალაინი“ ბაზარზე აქტიურ პოზიციონირებას განაგრძობს. გამორჩეული კონცეფციით შექმნილი მულტიფუნქციური სივრცე საოფისე, სავაჭრო და კომერციულ ფართებს აერთიანებს, სადაც წარმოდგენილია როგორც მსოფლიო ბრენდები, ისე ადგილობრივი მეწარმეები.

კომპლექსში არსებული სივრცეები განკუთვნილია როგორც მოკლევადიანი, ისე გრძელვადიანი გაქირავებისთვის. მომხმარებლებს შესაძლებლობა აქვთ შეარჩიონ მათ საჭიროებებზე მორგებული საოჯახო ტექნიკა, ავეჯი, ჭურჭელი, ტექსტილი და სხვა უახლესი დიზაინისა თუ ფუნქციების მქონე პროდუქცია.  

„მეგალაინი“ ეტაპობრივად ახდენს სივრცეების რენოვაციას, რათა მომხმარებლებს თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ფართები შევთავაზოთ. კომპლექსში განთავსებული ბრენდები მუდმივად ანახლებენ შეთავაზებებს და მომხმარებლებს უმაღლესი ხარისხის პროდუქციას სთავაზობენ ბაზარზე კონკურენტულ ფასად.“ - ამბობს „მეგალაინის“ კომერციული დირექტორი, ანო დავითულიანი.

კომპლექსის ტერიტორიაზე განთავსებულია ორი კვების ობიექტი. უპირატესობებში აღსანიშნავია პრესტიჟული და სტრატეგიული ლოკაცია,  საკუთარი ღია ავტოსადგომი და  უსაფრთხოების სამსახური. ბიზნეს ცენტრი კი 24 საათის განმავლობაში ფუნქციონირებს.

„მეგალაინის“ სამომავლო გეგმებში სივრცეების განახლება, ადგილობრივი თუ საერთაშორისო ბრენდების დამატება და საინტერესო შეთავაზებები შედის, კომპანია ასევე ბევრ ღონისძიებასა და აქტივობას გეგმავს.

 

ავტორი:

გვანცა მახარაძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები