დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
Saudi Aramco რეკორდულ მოგებაზე გავიდა

Saudi Aramco რეკორდულ მოგებაზე გავიდა

13-03-2023 10:10:08

„საუდის არაბეთის ნავთობის კომპანიამ (Saudi Aramco) 2022 წელს 161,1 მილიარდი დოლარის წმინდა მოგება მიიღო,  რაც 2021 წლის მაჩვენებელზე 46%-ით მეტია, ხოლო კომოანიის არსებობიდან დღემდე რეკორდული მაჩვენებელია“,    ნათქვამია ნავთობკომპანიის პრესრელიზში.

კომპანიამ ასევე 2022 წლის მეოთხე კვარტალში დივიდენდების 4%-იანი ზრდის შესახებ განაცხადა. 

Bloomberg-ის ცნობით, დივიდენდების ზრდა მოულოდნელი იყო, რადგან ბოლო დრომდე Aramco ამჯობინებდა დამატებითი შემოსავლის ინვესტირებას სამთო და გადამუშავების განვითარებაში, ხოლო მისმა კონკურენტებმა Chevron-მა და Shell-მა ნავთობისა და გაზის მაღალი ფასებიდან გამომდინარე 2022 წელს მიღწეული სუპერმოგების ფონზე, აქციონერებს თანხა დივიდენდების გაზრდისა და აქციების ყიდვის გზით დაუბრუნეს.

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები