დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
საწვავზე ფასის რყევას არ ველოდებით, არ იქნება დეფიციტიც -  ნავთობიმპორტიორთა კავშირი რუსეთიდან საწვავის 6-თვიან მორატორიუმზე

საწვავზე ფასის რყევას არ ველოდებით, არ იქნება დეფიციტიც - ნავთობიმპორტიორთა კავშირი რუსეთიდან საწვავის 6-თვიან მორატორიუმზე

27-02-2024 17:00:00

დიდი ცვლილებებს არ ველოდები და რაც მთავარია ქვეყანაში არ იქნება საწვავის დეფიციტი, - ამის შესახებ Business Insider Georgia-სთან ნავთობიმპორტიორთა კავშირის ხელმძღვანელმა ვახტანგ იობაშვილმა განაცხადა. 

როგორც ცნობილია, 1-ელი მარტიდან რუსეთის მთავრობა ბენზინის ექსპორტის 6 თვით აკრძალვას გეგმავს. როგორც ქვეყნის მთავრობაში აცხადებენ, დროებითი აკრძალვის დაწესების მიზანი გაზაფხულსა და ზაფხულში მოთხოვნის ზრდის დარეგულირებაა.

„რუსეთის მთავრობის ახალი დადგენილება ძალაში 1-ელი მარტიდან შედის და კრძალავს ბენზინის შემოტანას საქართველოში და არა მხოლოდ საქართველოში, ანუ იმ ქვეყნებში, რომლებიც არ არიან ევრაზიული კავშირის წევრები. თუმცა არ კრძალავს საწვავის შეტანას საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე. არსებული აკრძალვა არ ეხება დიზელის საწვავს და მხოლოდ 92 ოქტანობის საწვავის შემოტანა იკრძალება“, - აღნიშნა ვახტანგ იობაშვილმა. 

იობაშვილის თქმით, საქართველოში ევროპული საწვავის საკმაოდ დიდი მარაგებია, რადგანაც ბევრი კომპანია ევროპულ მიმართულებებზე მუშაობენ და საწვავი შემოაქვთ ბულგარეთიდან, რუმინეთიდან, საბერძნეთიდან და ბელორუსიდან.

რაც შეეხება ფასებს, ვახტანგ იონაშვილი შიდა ბაზარზე დიდი რყევებს არ ელოდება. 

„ჩვენ არ ვიცით 1-ელი მარტის შემდეგ ყიდვის პროცესში რა ფასები იქნება საერთაშორისო ბაზრებზე. ყოველდღიურად შეიძლება შეუცვალოს ფასები. დიდი ცვლილებებს არ ველოდები და რაც მთავარია ქვეყანაში არ იქნება საწვავის დეფიციტი“, - აღნიშნა ნავთობიმპორტიორთა კავშირის ხელმძღვანელმა.

რუსეთის ფედერაციის პრემიერ-მინისტრის მიხაილ მიშუსტინის  განკარგულების საფუძველზე, ქვეყნიდან ბენზინის ექსპორტი ექვსი თვით აიკრძალა. მორატორიუმი ძალაში შევა 2024 წლის 1-ელი მარტიდან.

ავტორი:

მაია არაბიძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები