დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
სასტუმროს 70% დატვირთულია, გვაქვს ჯავშნები ევროპიდან - „ბანგურიანი მესტიაში“

სასტუმროს 70% დატვირთულია, გვაქვს ჯავშნები ევროპიდან - „ბანგურიანი მესტიაში“

20-06-2024 17:00:00

ზაფხულის ტურისტული სეზონი ჩვენი სასტუმროს მაგალითზე სტაბილურად მიმდინარეობს. თუმცა მანამდე ტურისტების დიდი ნაკადები უფრო ადრე იწყებოდა, - ამის შესახებ Business Insider Georgia-ს სასტუმრო „ბანგურიანი მესტიაში“ დირექტორმა ლაშა ჯაფარიძემ განუცხადა.

„სეზონი კარგად მიმდინარეობს. აქტივობა მაღალია ევროპის ქვეყნებიდან, პოლონეთიდან, გერმანიიდან. ჯავშნებზე დატვირთვა ივლისიდან იწყება და ოქტომბრის ჩათვლით გრძელდება“, - ამბობს სასტუმროს დირექტორი.

ლაშა ჯაფარიძის ინფორმაციით ამ დროისთვის სასტუმრო 70%-ით არის დატვირთული.

„სასტუმროში ერთდროულად 100 ადამიანის მიღებაა შესაძლებელი. ახლა ვამატებთ ტერასას, 200 კვადრატულ ფართზე, საიდანაც უმშვენიერესი ხედი გადაიშლება. ამ დროისთვის, სასტუმროში ორ ადგილიანი ნომრის ფასი საუზმით 200 ლარია“, - ამბობს სასტუმროს დირექტორი.

ამ დროისთვის სასტუმროს აქვს 36 ოთახი. სასტუმროში 15 ადამიანია დასაქმებული. 

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

მსგავსი სიახლეები