დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
სასტუმროების დატვირთულობა 2023 წლის ანალოგიურ პერიოდს 11 პროცენტით აღემატება - თიბისი კაპიტალი

სასტუმროების დატვირთულობა 2023 წლის ანალოგიურ პერიოდს 11 პროცენტით აღემატება - თიბისი კაპიტალი

05-08-2024 12:05:00

2024 წლის მეორე კვარტალში შემოსავლების უფრო ძლიერი ზრდა დაფიქსირდა 2024 წლის პირველ კვარტალთან შედარებით. ამის შესახებ თიბისი კაპიტალის ანგარიშშია აღნიშნული.

როგორც თიბისი კაპიტალში განმარტავენ, ამ ზრდაში ყველაზე დიდი წვლილი ისრაელმა და საუდის არაბეთმა შეიტანა.

თიბისი კაპიტალის ინფორმაციით, 2024 წლის ივნისში, მაღალბიუჯეტიანი სასტუმროებშია საშუალო დღიურმა ფასმა მიაღწია 148 აშშ დოლარს, რაც მცირედი 4%-ით გაიზარდა 2023 წლის ივნისთან შედარებით.

რაც შეეხება სასტუმროების დატვირთულობას, მნიშვნელოვნად გაიზარდა და მიაღწია 70%-ს, რაც 11 პროცენტული პუნქტით აღემატება  2023 წლის ივნისის მაჩვენებელს.

 

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები