დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
სასტუმრო სრულადაა დატვირთული, გვსტუმრობენ აშშ-დან და ევროპიდან - „შატო ართვაინი“

სასტუმრო სრულადაა დატვირთული, გვსტუმრობენ აშშ-დან და ევროპიდან - „შატო ართვაინი“

29-10-2024 10:00:00

შემოდგომის სეზონი საკმაოდ წარმატებული იყო, ბევრი ვიზიტორი გვსტუმრობდა აშშ-დან და ევროპიდან, - ამის შესახებ Business Insider Georgia-ს „შატო ართვაინის“ გენერალურმა მენეჯერმა ჯულიეტა ცერცვაძემ განუცხადა.

მისი თქმით, სასტუმროს კონკურენტული უპირატესობაა შთამბეჭდავი ხედები, გემრიელი სამზარეულო და მაღალი ხარისხის სერვისი.

„შატო ართვაინში“ არის 32 ორადგილიანი სხვადასხვა კატეგორიის სასტუმრო ოთახი. ღვინის მარანი , ორი რესტორანი ტერასა, საბავშვო სივრცე, საუნა, ბარი. ჩვენი ძირითადი მიმართულება ტურისტების მასპინძლობა, ასევე ღონისძიებები კორპორაციული სეგმენტისთვის. კერძოდ გვაქვს ორი იზოლირებული დარბაზი ულამაზესი ხედებით და მაღალი ხარისხის სერვისი“,- განაცხადა კომპანიის გენერალურმა მენეჯერმა.

სასტუმროს ტერიტორიაზე არის მარანი, სადაც დამზადებულ ღვინოს „შატო ართვაინის“ სტუმრებს სთავაზობენ.  

 როგორც სასტუმროს წარმომადგენელი ამბობს, ნოემბრიდან ორ ადგილიან ოთახში სტუმრის განთავსების ფასი 250-300 ლარის ფარგლებშია და ზაფხულის მაღალ სეზონთან მნიშვნელოვნადაა გაზრდილი.

„უკვე ვემზადებით ზამთრის სეზონისთვის. გვექნება ბევრი საინტერესო სივრცე სტუმრებისთვის. მათ შორის  ბილიარდის. ასევე ვგეგმავთ საახალწლო ღონისძიებებს“, - განაცხადა ჯულიეტა ცერცვაძემ.  

4-ვარსკვლავიანი სასტუმრო „შატო ართვაინი“ თელავის რაიონში, სოფელ ართანაში 2021 წელს გაიხსნა.

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები