წარმატებით გრძელდება საქართველოს მთავრობის მიერ 2020 წელს ინიცირებული „სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის რესურსზე ხელმისაწვდომობის სახელმწიფო პროგრამა“, რომლის მიზანია სოფლის მეურნეობის დარგის განვითარება და დამატებითი აქტივების მოზიდვა. აღნიშნული პროგრამის ფარგლებში, დამატებით 11 მოიჯარეს, ამბროლაურის, ოზურგეთის, გარდაბნის, სამტრედიის, მარტვილის, ყვარლის, მცხეთის, გურჯაანის და ზუგდიდის მუნიციპალიტეტებში, მათ მიერ იჯარით აღებული მიწის ნაკვეთების, ჯამური ფართობით 58,7042ჰა, გამოსყიდვის უფლება მიეცათ. უძრავი ქონების ჯამური საბაზრო ფასი 1 524 892 ლარს შეადგენს. გადაწყვეტილება დღევანდელ მთავრობის სხდომაზე იქნა მიღებული.
შეგახსენებთ, რომ „სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის რესურსზე ხელმისაწვდომობის სახელმწიფო პროგრამა“ ითვალისწინებს იჯარით გაცემული სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთების, რომლებზეც განხორციელებულია სამეურნეო სამუშაოები, მოიჯარეთათვის გამოსყიდვის შესაძლებლობის მიცემას. ამასთან, სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში იჯარის უფლებით გადაცემული უძრავი ნივთების გამოსყიდვა ხორციელდება სსიპ - ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ დადგენილი შესაბამისი უძრავი ქონების საბაზრო ფასის 75%-ის ოდენობით.
მთლიანობაში, 2020 წლიდან დღემდე პროგრამით 264 პირმა ისარგებლა. იჯარა-გამოსყიდვა განხორციელდა 321 სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 1482.249 ჰა მიწის ნაკვეთებზე, რომელთა ჯამური საპრივატიზებო ღირებულება 31 950 118 ლარს შეადგენს. აღსანიშნავია, რომ პროგრამით სარგებლობის შესაძლებლობა გააჩნია სააგენტოს ყველა მოიჯარეს, ვინც აკმაყოფილებს პროგრამით დადგენილ კრიტერიუმებს, ყოველგვარი გამონაკლისის გარეშე.
უახლესი
16 საათის წინ
განვითარებაზე ორიენტირებული ბრენდი ვართ - IKANI18 საათის წინ
ლარის კურსი დოლართან და ევროსთან გამყარდა