დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
საშუალება გვექნება, რომ საწვავის ფასების ეტაპობრივი შემცირებები გავაკეთოთ -   ვისოლის გენერალური დირექტორი

საშუალება გვექნება, რომ საწვავის ფასების ეტაპობრივი შემცირებები გავაკეთოთ - ვისოლის გენერალური დირექტორი

18-09-2024 15:00:00

ნავთობ-პროდუქტების იმპორტიორ კომპანია „ვისოლში“ საწვავს ფასების ეტაპობრივ შემცირებას პროგნოზირებენ. როგორც Business Insider Georgia-ს „ვისოლის“ გენერალურმა დირექტორმა ვასილ ხორავამ განუცხადა, ახლო პერიოდში გლობალურ ბაზაზე ფასების კლების ფონზე კომპანიას საშუალება ექნება, რომ ფასების ეტაპობრივი შემცირებები გააკეთოს.

„წლის ბოლომდე ფასების პროგნოზირების გაკეთება რთულია, თუმცა იმის გათვალისწინებით, რომ სექტემბრის მიმდინარე 2 კვირის განმავლობაში და აგვისტოს ბოლო პერიოდი იყო დაღმავალი, ჩვენი მიმდინარე იმპორტებიდან გამომდინარე, საშუალება გვექნება, რომ საწვავის ფასების ეტაპობრივი შემცირებები გავაკეთოთ“, - განაცხადა ვასილ ხორავამ.

ვასილ ხორავას თქმით, საწვავზე მოთხოვნა გაზრდილია. 

„გასულ წელთან შედარებით მოთხოვნა გაზრდილია, როგორც ბენზინის ისე დიზელის ნაწილში. მიმდინარე წლის 8 თვეს 2023 წლის 8 თვეს, რომ შევადაროთ დაახლოებით 10%-მდეა ზრდა, ხოლო რაც შეეხება ჩვენს რეალიზაციებში ეს ორნიშნა რიცხვი ბევრად მეტია, რამეთუ კომპანიამ ბევრი კარგი ღონისძიებები ჩაატარა, დაწყებული გათამაშებით, რებრენდინგით და სხვადასხვა ღონისძიებებით, მაღალი ხარისხის სერვისებითა და მომსახურებით კიდევ უფრო მოვიზიდეთ მომხმარებლები“, - აღნიშნა ხორავამ.

ნავთობის ფასი ორი სესიის შემდეგ დაეცა, რადგან სუსტმა ეკონომიკურმა მაჩვენებლებმა მოთხოვნაზე იქონია გავლენა.

ირკვევა, რომ Brent-ის ნავთობის ნოემბრის ფიუჩერსები 49 ცენტით, ანუ 0,7%-ით დაეცა და ბარელზე 73,21 დოლარი შეადგინა. აშშ-ის ნავთობის ოქტომბრის ფიუჩერსები 50 ცენტით, ანუ 0,7%-ით გაიაფდა და ბარელზე 70,69 დოლარამდე შეადგინა.

ავტორი:

მაია არაბიძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები