დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
სასაზღვრო პოლიციის შვეულმფრენის დაზიანებული ნაწილის შესაცვლელად, შსს გამარტივებულ შესყიდვას ითხოვს

სასაზღვრო პოლიციის შვეულმფრენის დაზიანებული ნაწილის შესაცვლელად, შსს გამარტივებულ შესყიდვას ითხოვს

18-04-2023 17:01:30

შსს შვეულმფრენისთვის ნაწილის შეძენას გეგმავს, რაშიც 265 508 ლარს გადაიხდის.

როგორც სახელმწიფო შესყიდვების ვებ-გვერდზე განთავსებული მასალებიდან ირკვევა, სასაზღვრო პოლიციის ბალანსზე რიცხულ Ми-8 ტიპის შვეულმფრენზე, ბორტი GBP 10006, გეგმიური ტექნიკური მომსახურების დროს გამოვლინდა, რომ კუდა ლილვი, ნახაზის ნომერი 8А-1516-000 ტეხილობა არის 1,04 მმ და უახლოვდება მაქსიმალურ ზღვარს 1,2 მილიმეტრს (რომელიც შეიძლება ნებისმიერ დროს დადგეს).

რაც მწარმოებლის მიერ დამტკიცებული ტექნიკური დოკუმენტაციის მიხედვით გამოიწვევს საფრენი აპარატის გაჩერებას.

ამ საფრენი აპარატით კი შსს ახორციელებს შემდეგ სამუშაოებს: სამაშველო სამუშაოები, სამთავრობო ფრენები და სასაზღვრო პოლიციის დანაყოფების როტაციები.

აქედან გამომდინარე საფრენი აპარატის გაჩერება სასაზღვრო პოლიციის სპეციალური დანიშნულების ავიაციის დეპარტამენტის საქმიანობის შეფერხებით მუშაობას გამოიწვევს.

აღნიშნულიდან გამომდინარე, სამინისტრო  გადაუდებელი აუცილებლობიდან გამომდინარე ითხოვს, გამარტივებული შესყიდვის საშუალებით გავაფორმოთ ხელშეკრულება შპს "ავიასერვისი"-სთან 1 ცალი კუდა ლილვის შესყიდვაზე, ნახაზის ნომრით 8А-1516-000 (საგარანტიო ვადა 1 წელი ან 200 ფრენა საათი, რომელიც უფრო ადრე დადგება), ღირებულებით 265 508 ლარი.

ავტორი:

გიგი ნოზაძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები