2024 წლის 26 იანვრიდან ძალაში შევიდა საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2024 წლის 26 იანვრის №21 ბრძანებით დამტკიცებული, „საქონლის აღწერის და კოდირების ჰარმონიზებული სისტემის შესახებ“ საერთაშორისო კონვენციის 2022 წლის რედაქციის საფუძველზე მომზადებული „საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურა (სეს ესნ)“
„შესაბამისად, დასახელებული პერიოდიდან საქონლის იდენტიფიკაცია და კლასიფიკაცია უნდა განხორციელდეს აღნიშნული სეს ესნ-ის მიხედვით.
აქვე განვმარტავთ, რომ საქართველოს საბაჟო კოდექსის 35-ე მუხლის მიხედვით, საქონლის დეკლარირებისას სასაქონლო კოდს საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის (სეს ესნ) შესაბამისად განსაზღვრავს დეკლარანტი, ხოლო საბაჟო ორგანო აკონტროლებს დეკლარანტის მიერ განსაზღვრული სასაქონლო კოდის სისწორეს“, - ნათქვამია შემოსავლების სამსახურის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.
უახლესი
16 საათის წინ
დამატებით დაიბრუნეთ 30% - Black Friday შეთავაზება