საქართველოს მთავრობის 2024 წლის 22 ნოემრის N 394 დადგენილებით დამტკიცებული სარკინიგზო უსაფრთხოების წესის თანახმად, მისასვლელი ლიანდაგის მფლობელები, სარკინიგზო ინფრასტრუქტურის მართვისა და ოპერირების უფლებისთვის, უნდა ფლობდნენ უსაფრთხოების ავტორიზაციას.
უსაფრთხოების ავტორიზაციის მისაღებად, მისასვლელი ლიანდაგის მფლობელებმა 2025 წლის 1 მაისამდე დადგენილი ფორმის განცხადებით და თანდართული დოკუმენტაციით უნდა მიმართონ სარკინიგზო ტრანსპორტის სააგენტოს.
მისასვლელი ლიანდაგის მფლობელის უსაფრთხოების ავტორიზაციის მინიჭებისთვის აუცილებელი პირობაა, რომ წარმოდგენილ განცხადებას, სხვა მოთხოვნილ დოკუმენტებთან ერთად, თან დაერთოს მისასვლელი ლიანდაგის მფლობელის მიერ შემუშავებული უსაფრთხოების მართვის სისტემა, სარკინიგზო უსაფრთხოების წესის დანართი V-ის მოთხოვნების შესაბამისად.
სააგენტოს მიერ, მისასვლელი ლიანდაგის მფლობელის უსაფრთხოების ავტორიზაციის მინიჭების თაობაზე გადაწყვეტილება მიიღება წარმოდგენილი განცხადებისა და თანდართული დოკუმენტაციის, მათ შორის, უსაფრთხოების მართვის სისტემის განხილვისა და შეფასების საფუძველზე.
დამატებითი ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ სსიპ - სარკინიგზო ტრანსპორტის სააგენტოს ვებგვერდზე: https://rta.gov.ge/
უახლესი
4 საათის წინ
როგორია 31 მარტის ამინდის პროგნოზი19 საათის წინ
სანდრო ბაზაძემ მსოფლიო თასზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა