სარკინიგზო ტრანსპორტის სააგენტოში მატარებლის მემანქანეთა მართვის მოწმობებზე სახელმწიფო რეგისტრაციის პროცესი მიმდინარეობს. სააგენტოს ელექტრონულ საინფორმაციო ბაზაში (eTDS) მატარებლის მემანქანეთა მართვის მოწმობებზე სახელმწიფო რეგისტრაციის პროცესი 4 მარტიდან დაიწყო. დღეისათვის უკვე რეგისტრირებულია 111 განაცხადი.
საქართველოს სარკინიგზო ტრანსპორტის დარგის მიმდინარე რეფორმის ფარგლებში განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილებების თანახმად, მატარებლის მემანქანეები, რომლებიც მართავენ მატარებლებს საქართველოს სარკინიგზო ქსელში, უნდა ფლობდნენ სსიპ - სარკინიგზო ტრანსპორტის სააგენტოს მიერ გაცემულ მატარებლის მემანქანის მართვის მოწმობას. ასევე, რეგისტრირებულნი უნდა იყვნენ მემანქანეთა მართვის მოწმობის რეესტრში.
აღნიშნული მიზნით, სააგენტოს მიერ დამტკიცდა მემანქანის მართვის მოწმობების რეესტრის წარმოების წესი და შეიქმნა ელექტრონული საინფორმაციო ბაზა (eTDS), რომელიც მემანქანის მართვის მოწმობებისა და მემანქანის სერტიფიკატების რეესტრს მოიცავს.
რეგისტრაცია ეხება იმ მატარებლის მემანქანეებს, რომლებიც დასაქმებულნი არიან სარკინიგზო საწარმოებში და ინფრასტრუქტურის მენეჯერებთან (მოქმედი მატარებლის მემანქანეები). ამავდროულად, ცალკეული პირობების არსებობის შემთხვევაში რეგისტრაციას გაივლიან მოქმედი მემანქანის თანაშემწეები, რომლებიც 2025 წლის 1 იანვრის მდგომარეობით დასაქმებულნი იყვნენ მემანქანის თანაშემწის პოზიციაზე.
მოქმედმა მემანქანეებმა რეგისტრაციისათვის სააგენტოს უნდა მიმართონ 2025 წლის 31 მარტის ჩათვლით, რის შემდეგაც აღნიშნული პირები სსიპ - სარკინიგზო ტრანსპორტის სააგენტოსგან უსასყიდლოდ მიიღებენ მატარებლის მემანქანის მართვის მოწმობას.
რეგისტრაციის პროცესის შეუფერხებლად წარმოების მიზნით, მატარებლის მემანქანეების და მემანქანის თანაშემწეების რეგისტრაციის გასავლელად გამოცხადება, მათ დამსაქმებელ სარკინიგზო საწარმოს/ინფრასტრუქტურის მენეჯერსა და სსიპ - სარკინიგზო ტრანსპორტის სააგენტოს შორის შეთანხმებული გრაფიკის შესაბამისად მიმდინარეობს.
უახლესი
9 საათის წინ
sCoolApp-ში საჩუქრების კამპანია დაიწყო9 საათის წინ
ლარის კურსი დოლართან და ევროსთან გამყარდა9 საათის წინ
საქართველოს ავიაბაზარის TOP 5 მოთამაშე