სარეკლამო შეტყობინებები წინასწარი თანხმობის გარეშე აღარ გამოიგზავნება. ამ სიახლეს პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ ახალი კანონი ითვალისწინებს, რომლის შესახებაც ინფორმაციას „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო" (TI) აქვეყნებს. .
საკანონმდებლო ცვლილებების შედეგად, სარეკლამო შეტყობინებებისთვის პერსონალურ მონაცემთა დამუშავება და სარეკლამო შეტყობინებების გაგზავნა (პირდაპირი მარკეტინგის მიზნით მონაცემთა დამუშავება) დასაშვები ხდება მხოლოდ იმ პირის თანხმობით, ვის მონაცემებსაც ამუშავებენ.
პირს, ვის მონაცემსაც ამუშავებენ, ნებისმიერ შემთხვევაში შეუძლია გამოიხმოს მიცემული თანხმობა. მოთხოვნის მიღებიდან 7 სამუშაო დღის განმავლობაში მონაცემთა დამმუშავებელი ვალდებული იქნება შეწყვიტოს პირის მონაცემთა დამუშავება.
ცვლილება 2024 წლის 1-ელი მარტიდან ამოქმედდება.
უახლესი