საპენსიო სააგენტოს აქციების პორტფელში Apple-ს აქციათა წილი მზარდია. როგორც საპენსიო სააგენტოს ვებგვერდზე განთავსებული სლაიდებიდან ირკვევა, 2024 წლის სექტემბრის მდგომარეობით სექტემბერში აქციების პორტფელში Apple-ს აქციები 3,1%-ის შეადგენდა, რაც გასული თვის მაჩვენებლებთან შედარებით 3,3%-იანი ზრდაა, რადგანაც 2024 წლის აგვისტოში საპენსიო სააგენტოს პორტფელში Apple-ს აქციების წილი 3,0%-ი იყო. ივნისში სააგენტოს პორტფელში Apple-ს აქციების წილი 2,9%-ს შეადგენდა.
საგულისხმოა, რომ სექტემბერში Apple-ს აქციები სააგენტოს პორტფელში შემავალი TOP 10 კომპანიის წილობრივ მაჩვენებლებში, Apple- პირველ ადგილზე იყო, ხოლო შემდეგ მოდიოდა Microsoft-ი (2,8%) და Nvidia (1,6%).
აღსანიშნავია, რომ ბოლო პერიოდზე სააგენტოს ვებგვერდზე მხოლოდ აღნიშნულ თვეებზე იძებნება პორტფელში მსხვილი 10 კომპანიის წილობრივი მაჩვენებლები.
უახლესი