საპენსიო სააგენტოს აქციების პორტფელში Amazon-ის აქციათა წილი კლების ტრენდზეა.
როგორც საპენსიო სააგენტოს ვებგვერდზე განთავსებული სლაიდებიდან ირკვევა, 2024 წლის სექტემბრის მდგომარეობით აქციების პორტფელში Amazon-ის აქციები 1,2%-ის შეადგენდა, რაც გასული თვის მაჩვენებლებთან შედარებით თითქმის 29%-ითაა შემცირებული, რადგანაც 2024 წლის აგვისტოში საპენსიო სააგენტოს პორტფელში Amazon-ის აქციების წილი 1,7%-ი იყო. ივნისში სააგენტოს პორტფელში Amazon-ის აქციების წილი 3,4%-ს შეადგენდა.
საგულისხმოა, რომ სექტემბერში Amazon-ის აქციები სააგენტოს პორტფელში შემავალი TOP 10 კომპანიის წილობრივ მაჩვენებლებში მეხუთე ადგილზე იყო, აგვისტოში ისევ მეხუთე ადგილზე, ხოლო ივნისში მეოთხე ადგილზე.
აღსანიშნავია, რომ ბოლო პერიოდზე სააგენტოს ვებგვერდზე მხოლოდ აღნიშნულ თვეებზე იძებნება პორტფელში მსხვილი 10 კომპანიის წილობრივი მაჩვენებლები.
უახლესი
6 საათის წინ
კანადაში ექსპორტი 71%-ითაა გაზრდილი8 საათის წინ
რომელი ქვეყნებიდან ახდენს საქართველო ზეთის იმპორტს9 საათის წინ
ეროვნულმა ნაკრებმა სრული შემადგენლობით ივარჯიშა9 საათის წინ
ლარი დოლართან და ევროსთან გამყარდა