დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
საპენსიო სააგენტოს აქტივების პორტფელის 2.8% Microsoft-შია ინვესტირებული

საპენსიო სააგენტოს აქტივების პორტფელის 2.8% Microsoft-შია ინვესტირებული

07-11-2024 17:00:00

საპენსიო სააგენტოს აქციების პორტფელში Microsoft-ის აქციათა წილი კლების ტრენდზეა. როგორც საპენსიო სააგენტოს ვებგვერდზე განთავსებული სლაიდებიდან ირკვევა, 2024 წლის სექტემბრის მდგომარეობით აქციების პორტფელში  Microsoft-ის აქციები 2,8%-ს შეადგენდა, რაც გასული თვის მაჩვენებლებთან შედარებით თითქმის 13%-ითაა შემცირებული, რადგანაც 2024 წლის აგვისტოში საპენსიო სააგენტოს პორტფელში Microsoft-ის აქციების წილი 3,2%-ი იყო. ივნისში სააგენტოს პორტფელში Microsoft-ის აქციების წილი 6,8%-ს შეადგენდა.

საგულისხმოა, რომ სექტემბერში Microsoft-ის აქციები სააგენტოს პორტფელში შემავალი TOP 10 კომპანიის წილობრივ მაჩვენებლებში მეორე ადგილზე იყო, აგვისტოში პირველ ადგილზე, ხოლო ივნისში მეორე ადგილზე.

აღსანიშნავია, რომ ბოლო პერიოდზე სააგენტოს ვებგვერდზე მხოლოდ აღნიშნულ თვეებზე იძებნება პორტფელში მსხვილი 10 კომპანიის წილობრივი მაჩვენებლები.


 

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები