2024 წლის 30 სექტემბრის მდგომარეობით, საპენსიო სააგენტოს აქტივების მოცულობამ 5.7 მილიარდ ლარს გადააჭარბა, ხოლო ჯამურმა დაგენერირებულმა ამონაგებმა 1.3 მილიარდ ლარს მიაღწია.
საპენსიო სააგენტოს ინფორმაციით, აღსანიშნავია, რომ 2024 წლის სექტემბერში 1 წელზე მეტი გავიდა 3 პორტფელის გაშვებიდან. ამ პერიოდში აკუმულირებული ამონაგებით, როგორც ნომინალურ ისე რეალურ რიცხვებში დინამიკური პორტფელი ლიდერობს.
2023 წლის 6 აგვისტოდან 2024 წლის 30 სექტემბრის ჩათვლით პერიოდში დინამიკური პორტფელის რეალურმა ამონაგებმა 16.98% შეადგინა, იმავე პერიოდში დაბალანსებული და კონსერვატიული პორტფელების რეალური ამონაგები შესაბამისად 15.12% და 12.64% იყო.
აღნიშნულ პორტფელებს შორის მთავარი სხვაობა პორტფელებში გლობალური აქციების პროპორციაა. სექტემბრის ბოლოს მდგომარეობით, დინამიკურ პორტფელში აქციების წილი 53%, დაბალანსებულში 32%, ხოლო კონსერვატიულში 18% იყო.
უახლესი
3 საათის წინ
„ჩირიფრუტი“ გაფართოებას გეგმავს4 საათის წინ
„გორგიაში“ 80%-მდე სააღდგომო ფასდაკლებები დაიწყო5 საათის წინ
1 დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.7573 ლარი გახდა6 საათის წინ
რამდენია მიმოქცევაში არსებული ნაღდი ფულის მასა