დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
საპენსიო აქტივების ღირებულება 4.027 მილიარდი ლარია - საპენსიო სააგენტო

საპენსიო აქტივების ღირებულება 4.027 მილიარდი ლარია - საპენსიო სააგენტო

13-11-2023 10:00:42

2023 წლის 31 ოქტომბრის მდგომარეობით მთლიანი საპენსიო აქტივების ღირებულება 4.027 მილიარდი ლარია. წმინდა ამონაგები, კი 708 მილიონ ლარს შეადგენს. როგორც სააგენტოში განმარტავენ, საპენსიო სქემაში გაწევრიანებულ მონაწილეთა რაოდენობა 1 მილიონ 457 ათასი ადამიანია.

დღეისათვის, დაგროვებითი პენსიით ისარგებლა სხვადასხვა კატეგორიის 6,139 პირმა მათზე გაცემული თანხა კი 17,515,264.33 ლარს შეადგენს.

ვრცლად იხილეთ ბმულზე https://is.gd/MpO80V

ავტორი:

მაია არაბიძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები