2024 წლის ივნისის მდგომარეობით საპენსიო აქტივების 80.7% განთავსებული იყო ლარში, ხოლო 19.3% უცხოურ ვალუტაში დენომინირებულ აქტივებში. ამის შესახებ საპენსიო სააგენტოს 2024 წლის 6 თვის ანგარიშშია აღნიშნული, რომელსაც სააგენტოს დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი გიორგი ჭიჭინაძე საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე წარადგენს.
ანგარიშის მიხედვით, აქტივების განაწილებას ინსტრუმენტების თანახმად, საანგარიშო პერიოდის ბოლოსთვის 59.0% განთავსებული იყო 9 ქართულ კომერციულ ბანკში სადეპოზიტო სერტიფიკატებსა და ვადიან ანაბრებში, რომელთაც ერიცხებათ ფიქსირებული სარგებელი, ხოლო 6.0% ნომინალური მფლობელობის სარგებლიან მიმდინარე ანგარიშებზე, რომლებსაც ერიცხება ცვლადი სარგებელი.
„უცხოურ აქციებში ინვესტირებული იყო პორტფელის 18.5%, ხოლო სახაზინო ფასიანი ქაღალდების წილი პორტფელის 15.0%-ს შეადგენდა. აქტივების 0.5% ევროობლიგაციებში იყო განთავსებული, 1.0% კი ადგილობრივ კორპორაციულ ობლიგაციაში. საკრედიტო ხარისხის მიხედვით, 2024 წლის 30 ივნისის მდგომარეობით, აქტივების 91.6% განთავსებული იყო მინიმუმ ქვეყნის საკრედიტო რეიტინგზე 1 საფეხურით ნაკლები რეიტინგის მქონე კომერციულ ბანკებსა და ფასიან ქაღალდებში. მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, საინვესტიციო სამსახური თანხების ინვესტირებას არ ახორციელებს საკრედიტო რეიტინგის არმქონე ბანკებსა და ფინანსურ ინსტრუმენტებში“, - აღნიშნულია ანგარიშში.
უახლესი
3 საათის წინ
„ჩირიფრუტი“ გაფართოებას გეგმავს4 საათის წინ
„გორგიაში“ 80%-მდე სააღდგომო ფასდაკლებები დაიწყო5 საათის წინ
1 დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.7573 ლარი გახდა6 საათის წინ
რამდენია მიმოქცევაში არსებული ნაღდი ფულის მასა