დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
საპატრიარქო შოვის ტრაგედიაზე დეკანოზ დავით ისაკაძისა და სხვა მოძღვრების განცხადებებს ემიჯნება

საპატრიარქო შოვის ტრაგედიაზე დეკანოზ დავით ისაკაძისა და სხვა მოძღვრების განცხადებებს ემიჯნება

11-08-2023 17:02:04

საქართველოს საპატრიარქო შოვის ტრაგედიაზე დეკანოზ დავით ისაკაძისა და სხვა მოძღვრების განცხადებებს ემიჯნება და სპეციალურ განცხადებას ავრცელებს. 

„დეკანოზ დავით ისაკაძის და ზოგიერთი სხვა მოძღვრის მიერ შოვში მომხდარი ტრაგედიის კონკრეტული მიზეზის განსაზღვრა არის მათი პირადი აზრი, რომელსაც საქართველოს საპატრიარქო ემიჯნება და, ამასთან, კიდევ ერთხელ მოუწოდებს სასულიერო პირებს, ასეთ მტკივნეულ და ფაქიზ თემებთან დაკავშირებით თავი შეიკავონ არასწორი შეფასებებისაგან.

ჩვენ კიდევ ერთხელ ვუცხადებთ თანაგრძნობას გარდაცვლილთა და დღემდე დაკარგულთა ოჯახის წევრებსა და ახლობლებს და შევთხოვთ ღმერთს, სულიერი მხნეობა მიმადლოს მათ, ხოლო სტიქიის შედეგად აღსრულებულთ ცათა სასუფეველი დაუმკვიდროს“, - ნათქვამია განცხადებაში.

რაჭაში მეწყერი 3 აგვისტოს ჩამოწვა. ამ დროისთვის ოფიციალური მონაცემებით, შოვის სტიქიას 22 ადამიანი ემსხვერპლა, მათგან 19 იდენტიფიცირებულია.

11 ადამიანი კვლავ დაკარგულად მიიჩნევა. დაკარგულებსა და დაღუპულებს შორის არიან ბავშვები. სტიქიის ზონიდან, ჯამში 210 ადამიანია გამოყვანილი.

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები