დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
სანქცირებული მოსკოვის ბირჟა დოლარით და ევროთი ვაჭრობას წყვეტს

სანქცირებული მოსკოვის ბირჟა დოლარით და ევროთი ვაჭრობას წყვეტს

13-06-2024 10:09:00

მოსკოვის ბირჟა 13 ივნისიდან დოლართან და ევროსთან ვაჭრობას შეწყვეტს. ამის შესახებ ორგანიზაციის განცხადებაშია ნათქვამი.

ვაჭრობის შეჩერების შესახებ განცხადება აშშ-ს მხრიდან სანქციების ახალი პაკეტის გამოცხადებას მოჰყვა. სანქციების ახალ სიაში მოხვდნენ მოსკოვის ბირჟა, ეროვნული კლირინგ ცენტრი და ანგარიშსწორების ეროვნული დეპოზიტარი, რომლებიც შუამავლების როლს ასრულებენ რუსეთის სავალუტო ბაზარზე დოლარის ვაჭრობაში.

თავის მხრივ, რუსეთის ფედერაციის ცენტრალურმა ბანკმა განაცხადა, რომ დოლართან და ევროსთან ტრანზაქციები გაგრძელდება სარეზერვო ბაზარზე.

„კომპანიებს და ფიზიკურ პირებს შეუძლიათ გააგრძელონ აშშ დოლარისა და ევროს ყიდვა-გაყიდვა რუსული ბანკების მეშვეობით. მოქალაქეებისა და კომპანიების ანგარიშებსა და დეპოზიტებზე აშშ დოლარსა და ევროში არსებული ყველა თანხა დაცულია. მოქალაქეებისა და ორგანიზაციების დეპოზიტებსა და ანგარიშებზე აშშ დოლარსა და ევროში შენარჩუნებულია რუსეთის ბანკის მიერ დადგენილი სახსრების გაცემის წინა რეჟიმი“, - ნათქვამია მარეგულირებლის განცხადებაში.

მოსკოვის ბირჟის გარდა, აშშ-ის ახალი სანქციების სიაში 300-ზე მეტი კომპანიაა.

2023 წლის ნოემბერში აშშ-ის ხაზინამ სანქტ-პეტერბურგის ბირჟაზე, რუსეთში უცხოური აქციებით ვაჭრობის მთავარი პლატფორმის, ბლოკირების სანქციები შემოიღო. მას შემდეგ ამერიკულ და ევროპულ ფასიანი ქაღალდებით ვაჭრობა რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე პრაქტიკულად შეუძლებელი იყო.

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები