დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
სანამ არის ერთი პროცენტი შანსი, არ აქვს მნიშვნელობა გუნდს, გავალთ და ბოლომდე ვიბრძოლებთ - ხვიჩა კვარაცხელია

სანამ არის ერთი პროცენტი შანსი, არ აქვს მნიშვნელობა გუნდს, გავალთ და ბოლომდე ვიბრძოლებთ - ხვიჩა კვარაცხელია

22-06-2024 22:52:00

დიდი მადლობა გულშემატკივრებს. თითქოს საქართველოში, საკუთარ მოედანზე ვთამაშობდით, - ამის შესახებ საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელმა ხვიჩა კვარაცხელიამ ჩეხეთთან მატჩის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

„რაც შეეხება თამაშს, ახლოს ვიყავით მოგებასთან. ბევრი მომენტი ჰქონდათ, მაგრამ მამარდაშვილმა ძალიან მაგრად ითამაშა, ბევრჯერ გადაგვარჩინა. მამარდაშვილი მსოფლიოში საუკეთესო მეკარეა.

ჩვენც გვქონდა მომენტი, ბოლოს გამოჩნდა, რომ საერთოდ მოგებაც შეგვეძლო. სანამ არის ერთი პროცენტი შანსი, არ აქვს მნიშვნელობა გუნდს, გავალთ და ბოლომდე ვიბრძოლებთ. ძალიან განვიცადეთ, ახლოს ვიყავით მოგებასთან, მაგრამ ყველა ფეხბურთელს შეიძლება დაემართოს ის, რაც საბას დაემართა. მას ყველა ვამხნევებთ.
უფრო მეტი შემიძლია, კმაყოფილი არასდროს არ ვარ. თუმცა, ვცდილობ შევასრულო ის, რასაც მავალებენ“, - აღნიშნა ხვიჩა კვარაცხელიამ.

საქართველო-ჩეხეთის შეხვედრა ფრედ - 1:1 დასრულდა.

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები