დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
სამუშაო ძალის ზრდის პარალელურად ქვეყანაში უმუშევრობის ტენდენცია კლებადია | გიორგი აბაშიშვილის ანალიტიკა

სამუშაო ძალის ზრდის პარალელურად ქვეყანაში უმუშევრობის ტენდენცია კლებადია | გიორგი აბაშიშვილის ანალიტიკა

22-01-2024 10:27:00

საუბრები იმაზე, რომ საქართველოში უმუშევრობა იმიტომ შემცირდა, რომ სამუშაო ძალა გავიდა ქვეყნიდან არის სპეკულაცია - ამის შესახებ  „იმედის დილაში“ რუბრიკა Business Insider Georgia-ს ავტორმა გიორგი აბაშიშვილმა განაცხადა.

აბაშიშვილმა გასული კვირის მნიშვნელოვანი ეკონომიკური მოვლენები მიმოიხილა და  სტატისტიკურ მაჩვენებლებზე დაყრდნობით განაცხადა, რომ სამუშაო ძალის ზრდის პარალელურად ქვეყანაში უმუშევრობის ტენდენცია კლებადია.

„მინდა მიმოვიხილო ის მნიშვნელოვანი მოვლენები, რომელიც გასული დღეების განმავლობაში ხდებოდა ეკონომიკაში და რა თქმა უნდა დავოსის ეკონომიკური ფორუმი, სადაც საქართველოს პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით, სადაც საქართველოს დელეგაციამ არა ერთი მნიშვნელოვანი შეხვედრა გამართა. 

რას ველით დავოსის ეკონომიკური ფორუმიდან? პირველ რიგში უცხოურ ინვესტიციებს, რომელსაც აუცილებლად გავლენა აქვს ხოლმე თანმდევი მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებაზე, ისევე როგორც საერთო ჯამში დასაქმებაზე. მნიშვნელოვანია, რომ შეხვედრები გაიმართა ასევე იმ კომპანიებთან, რომლებოც უკვე საქმიანობენ საქართველოში და სწორედ ეს არის ხოლმე ფორუმების შედეგი. ფორუმების შემდეგ კომპანიები ინტერესდებიან ჩვენი ქვეყნით.

სხვათა შორის, როდესაც მცირე და საშუალო ბიზნესის შესახებ ვსაუბრობთ ერთი მნიშვნელოვანი ფაქტი იყო გასული კვირის ბოლოს, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ ირაკლი ნადარეიშვილმა ისაუბრა ერთ-ერთ მთავარ გამოწვევაზე და ეს მთავარი გამოწვევა არის ფინანსებზე ხელმისაწვდომობა. ბატონმა ირაკლიმ დააანონსა მცირე და საშუალო ბიზნესის ზრდის ფონი. ზოგადი მექანიზმები თუ როგორ უფრო მეტად მოიზიდონ მცირე და საშუალო საწარმოებმა ალტერნატიული დაფინანსება.

და რა თქმა უნდა ჩინეთი, სადაც მმართველი პარტიის ლიდერის ბატონი ირაკლი კობახიძის ხელმძღვანელობით მნიშვნელოვანი პოლიტიკური და მაღალი რანგის ვიზიტი შედგა. ზოგადად თუ ჩვენ ვსაუბრობთ საქართველოს ეკონომიკური პოტენციალის სრულად გამოყენებაზე არ უნდა დაგვავიწყდეს შუა დერეფანი.

ეს არის ჩვენი უმნიშვნელოვანესი გასაღები ყველა მიმართულებით და ამ კუთხით ჩინეთის გარეშე განვითარება შეუძლებელია. ვინც ჩინეთის პოლიტიკურ სისტემას კარგად იცნობს დამეთანხმება, რომ ჩინეთთან მაღალი რანგის პოლიტიკური ურთიერთობების გარეშე ეკონომიკური ურთიერთობა სრულფასოვანი ვერ იქნება. სწორედ ამას ემსახურებოდა ეს მაღალი დონის პოლიტიკური ვიზიტი მისი ეკონომიკური მდგენელით. 

მინდა დავბრუნდე ინვესტიციებისა და დასაქმების კორელაციას, 2021 წელს საქართველოში უმუშევრობის დონე იყო 20.6%-ი, ხოლო 2023 წლის მესამე კვარტლის მონაცემებით ეს მაჩვენებელი უკვე შემცირდა 15,6%-მდე. ანუ საქართველოში უმუშევრობა 5%-ით შემცირდა.

ხშირად არის სპეკულაციები იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველოში უმუშევრობა იმიტომ შემცირდა, რომ სამუშაო ძალა გავიდა ქვეყნიდან.

როგორ გამოითვლება უმუშევრობა და დასაქმება: რამდენი ადამიანია, რომელიც მზად არის სამუშაოსთვის.

თუ სტატისტიკურ მაჩვენებლებს დავაკვირდებით, 2021 წელს სამუშაო ძალა იყო 1 მლნ 533 ათას 600 და ამ ფონზე იყო უმუშევრობა 20,6% და 2023 წლის III კვარტლის მონაცემებით, ქვეყანაში სამუშაო ძალა არის 1 მლნ 618 ათას 500. შესაბამისად სამუშაო ძალა არის გაზრდილი, ხოლო უმუშევრობა არის შემცირებული.

ანუ სრული აბსურდია, თითქოს სამუშაო ძალა გადის და ამიტომ მცირდება უმუშევრობა. პირიქით, გაზრდილი სამუშაო ძალის პირობებშიც კი შეიქმნა მეტი სამუშაო ადგილი, იმიტომ, რომ უფრო მეტად შემცირდა უმუშევრობა.

რაც შეეხება ინვესტიციის ნაწილს, რომელიც გვიჩვენებს თუ საიდან ხდება სამუშაო ადგილების შექმნა. მაგალითად 2021 წელს ინვესტიციების მოცულობა 1 მლრდ 252 მლნ 700 დოლარი იყო, ხოლო 2023 წლის 3 კვარტალში კი 1 მლრდ 388 ათას 200 დოლარი. მეტი ინვესტიცია თავისთავად გულისხმობს მეტ სამუშაო ადგილს“, - განაცხადა გიორგი აბაშიშვილმა. 

ავტორი:

მაია არაბიძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები