სამწუხაროდ, აშშ-ის ელჩის განცხადებაში ვერ ვიხილე იმ სისტემური ძალადობის დაგმობა, რომელიც ჩვენ გუშინ და გუშინწინ ვიხილეთ, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ პრესკონფერენციაზე.
პრემიერის თქმით, მომხდარის დაგმობა ხელს შეუწყობდა სამომავლოდ ძალადობის პრევენციას.
„რაც შეეხება ელჩის განცხადებას, მე სამწუხაროდ, ამ განცხადებაში ვერ ვიხილე იმ სისტემური ძალადობის დაგმობა, რომელიც ჩვენ გუშინ და გუშინწინ ვიხილეთ. ძალიან კარგი იქნებოდა ამ სისტემური ძალადობის დაგმობა, რასაც ძალადობრივი, ექსტრემისტული დაჯგუფებები ახორციელებდნენ გუშინ. ეს ყველაფერი ხელს შეუწყობდა სამომავლოდ ძალადობის პრევენციას, თუმცა, როდესაც ასეთი ძალადობის დაგმობა არ ხდება, ვიღაცებისთვის ეს აღიქმება მწვანე შუქად ხვალინდელი ძალადობისთვის, მაგრამ მე მინდა ყველას ვუთხრა, რომ როგორც გუშინდელ ძალადობას არ ჰქონდა არავითარი ეფექტი, ასევე არც მომავალში არ ექნება ძალადობას არავითარი ეფექტი“, - განაცხადა პრემიერმა.
უახლესი