დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
სამშენებლო მასალების სექტორის დაკრედიტება სტაბილური ზრდის დინამიკით  ხასიათდება - სებ-ის კვლევა

სამშენებლო მასალების სექტორის დაკრედიტება სტაბილური ზრდის დინამიკით  ხასიათდება - სებ-ის კვლევა

17-03-2025 12:01:00

2020-2023 წლებში ეკონომიკურმა აქტივობამ და ძირითადი მასალების ფასების მატებამ განაპირობა
სამშენებლო მასალების სექტორის ბრუნვის ზრდა. სებ-ის ინფორმაციით, კვლევაში წარმოდგენილ რეგიონებთან შედარებით, საქართველოს სამშენებლო მასალების სექტორი ხასიათდება უფრო მაღალი მომგებიანობის მაჩვენებლებით, თანაბარი კაპიტალის თანამონაწილეობის პირობებში.
იმავდროულად, სამშენებლო მასალების სექტორის დაკრედიტება ხასიათდება სტაბილური ზრდის დინამიკით, მაღალი ვალუტიზაციით და დაბალი კონცენტრაციით, სხვა ბიზნეს სექტორებთან შედარებით;
ასევე, მსესხებელთა ანალიზისას გამოვლინდა, რომ საბანკო ვალდებულებების უდიდესი ნაწილი მოდის
სარემონტო კატეგორიაში ოპერირებად მოვაჭრე კომპანიებზე.
სამშენებლო მასალების კატეგორიასთან შედარებით, სარემონტო მასალების კატეგორიაში ოპერირებადი კომპანიები ხასიათდება უფრო მაღალი მომგებიანობის მაჩვენებლებით;
სამშენებლო და სარემონტო მასალების სექტორის გადამხდელუნარიანობის ანალიზი ხაზს უსვამს
მდგრადობას და მიუთითებს ზრდის პოტენციალზე.

ავტორი:

მაია არაბიძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები