ბათუმს კიდევ ერთი მაღალი კლასის რესტორანი შეემატა.DelMare გემრიელი კერძებითა და პანორამულო ხედებით შავ ზღვაზე სტუმრების დიდ კეთილგანწყობას იწვევს.
როგორც Business Insider Georgia-სთან DelMare-ს დირექტორმა ნათია გოგიძემ განაცხადა, მიუხედავად იმისა, რომ DelMare ახალი რესტორანია, მასზე უკვე საკმაოდ მაღალი მოთხოვნა ფიქსირდება.
„რესტორანი DelMare განთავსებულია სასტუმრო The Grandeur 5*-ის მე-15 სართულზე. DelMare Batumi მაღალი კლასის და კონცეპტუალურად შეკრული რესტორანია. მის დიზაინზე იმუშავა ესმა ხეცურიანმა, ხოლო კონცეფციაზე საკმაოდ ცნობილმა საკონსულტაციო კომპანია „გასტრონავტმა“, რომლის საქმიანობა სტუმარ-მასპინძლობის ინდუსტრიაში საკონსულტაციო და კრეატიულ მიმართულებებს აერთიანებს. მათი ყველა პროექტი კი, ხარისხისა და კრეატიულობის მაღალი სტანდარტით ხასიათდება.
რესტორანს აქვს 2 დიდი პანორამული ტერასა, რომელიც პირდაპირ ზღვას გადაჰყურებს. გარდა ამისა რესტორნის შიდა დარბაზი გათვლილია 100 ადამიანზე. პრივატული დაინინგ სივრცე 20 კაცზე გათვლილი, სადაც დახურული შეხვედრების, მინი ვორქშოფების და მასტერკალსების მოწყობა შეგვიძლია ყავის შესვენებით და ფურშეტით. ასევე არის მთავარი დარბაზი, სადაც 60-ზე მეტი ადამიანის განთავსებაა შესაძლებელი.
ჩვენი რესტორანი იდეალურია კორპორატიული საღამოებისთვისაც, სადაც ჩვენ შეფთან ერთად ხდება სპეციალურად მომხმარებლის სურვილებზე მორგებული მენიუს შერჩევა. DelMare-ში მოსულ სტუმრებს ქართული სუფრის შედევრებითა და ევროპული თუ მსოფლიო კულინარიის გამორჩეული კერძებით, ზღვისპირეთისთვის სახასიათო სამზარეულო დახვდება“ - განაცხადა ნათია გოგიძემ.
ირკვევა, რომ DelMare-ს კონცეფციაზე მუშაობისას, “გასტრონავტის” გუნდის მთავარი შთაგონება ფრანგული რივიერის, ლაჟვარდოვანი სანაპიროს (Côte d’Azur) ესთეტიკა იყო - თეთრი, ნათელი, მყუდრო რესტორნებით, განტვირთვის ატმოსფეროს რომ ქმნიან.
„გასტრონავტმა“ აღმოაჩინა, რომ DelMare ის პირველი და შესაბამისი ადგილი იყო ბათუმში, სადაც მსგავსი კონცეფციის განხორციელებასა და განვითარებას საინტერესო პერსპექტივა ჰქონდა, რადგან რესტორნის ორი ფართო ტერასა, - პანორამული ხედებით ზღვისპირეთსა და ქალაქზე, პეიზაჟებით ტკბობის საუკეთესო შესაძლებლობას ქმნის სადილზე თუ ვახშმობისას.
რესტორნის დირექტორის განმარტებით, DelMare-ს გასტრონომიული კონცეფცია თანამედროვე ქართული და ევროპული სამზარეულოს გაერთიანებით შეიქმნა, რასაც მულტიკულუტრული ელემენტები და მსოფლიო საკურორტო გასტროსივრცეების შტრიხები ამდიდრებს.
„სწორედ ამ მრავალფეროვნების გამო, რესტორნის მენიუ ყველა გემოვნების ადამიანის სურვილს პასუხობს, თავისი დახვეწილობით, სისადავითა და მინიმალიზმით“, - აღნიშნა გოგიძემ.
გოგიძე სამ მიზეზსაც ასახელებს, თუ რატომ უნდა ესტუმროთ DelMare-ს:
1) უგემრიელესი, დახვეწილი კერძები;
2) ქალაქში საუკეთესო დესერტები და კოქტეილები;
3) დახვეწილი ინტერიერი და ულამაზესი პანორამული ხედები ზღვაზე და ბათუმის ბულვარზე.
რესტორანი საინტერესო ცოცხალი მუსიკალური საღამოების მასპინძელიცაა: თანამედროვე და ჯაზური კომპოზიციები, ბოსა ნოვა თუ რეტრო მუსიკა, ხოლო გვიან ღამით დიჯეის პერფორმანსები, პოზიტიურ, განტვირთვისა და ბედნიერების განწყობას ქმნიან სტუმრობისას
სასტუმრო Grandeur 5*-ის მე-15 სართულზე, იქ, სადაც ცის ჰორიზონტი ზღვას ხვდება და შთამბეჭდავი ხედები სტუმრებს რესტორანი DelMare ელოდება.
მისამართი: ბათუმი, ლეხ და მარია კაჩინსკების ქ.N5ა, სასტუმრო The Grandeur 5*-ის მე-15 სართული
სამუშაო საათები: ორშაბათი-ხუთშაბათი, კვირა 12:00-23:00; პარასკევი-შაბათი 12:00-02:00.
უახლესი
1 საათის წინ
ლარი აშშ დოლართან და ევროსთან გამყარდა