დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
სამედიცინო პერსონალის დეფიციტის გამო გერმანიაში რობოტებს იყენებენ

სამედიცინო პერსონალის დეფიციტის გამო გერმანიაში რობოტებს იყენებენ

20-03-2023 09:20:45

თეთრი ფერის ჰუმანოიდი Garmi  გარეგნულად ცოტათი განსხვავდება ჩვეულებრივი რობოტისგან - ის დგას ბორბლების მქონე პლატფორმაზე და აღჭურვილია შავი ეკრანით, რომელზედაც ორი ლურჯი წრეა დაფიქსირებული, რომლებიც თვალის როლს ასრულებენ.

გერმანიაში სამედიცინო პერსონალის დეფიციტის გამო რობოტებს იყენებს. 

პენსიაზე გასულმა გერმანელმა ექიმმა, 78 წლის გიუნტერ შტაინებახმა, თქვა: „ეს რობოტი მისთვის ახდენილი ოცნებაა“.

Garmi-ს შეუძლია არა მხოლოდ პაციენტების დიაგნოსტიკა, არამედ მათზე ზრუნვა და მკურნალობა. ყოველ შემთხვევაში, ასეა დაგეგმილი.

Garmi ეს არის ახალი ინდუსტრიის პროდუქტი, სახელწოდებით გერიატრონიკა, დისციპლინა, რომელიც იყენებს მოწინავე ტექნოლოგიებს, როგორიცაა რობოტიკა, საინფორმაციო ტექნოლოგიები და 3D ტექნოლოგიები.

Garmi-ს შექმნაზე დაახლოებით ათეულმა მეცნიერმა იმუშავა, ისეთი პრაქტიკოსების დახმარებით, როგორიცაა გიუნტერ შტაინებახი მიუნხენის რობოტიკისა და მანქანათმცოდნეობის ინსტიტუტიდან. 

როგორც მიუნხენის ტექნიკური უნივერსიტეტის ნაწილი, ინსტიტუტი აფუძნებს გერიატრონიკის განყოფილებას გარმიშ-პარტენკირხენში, სათხილამურო კურორტზე, სადაც ხანდაზმულთა ერთ-ერთი ყველაზე მაღალი პროპორციაა გერმანიაში.

იმის გამო, რომ მზრუნველობის საჭიროების მქონე ადამიანების რიცხვი სწრაფად იზრდება და გერმანიას 2050 წლისთვის 670,000 ექთანი არ ეყოფა, მკვლევრები აპირებენ შექმნან რობოტები, რომლებსაც შეუძლიათ შეასრულონ გარკვეული დავალებები, რასაც დღეს ექთნები, მომვლელები და ექიმები ასრულებენ.

„ჩვენ გვაქვს ბანკომატები, სადაც შეგვიძლია ნაღდი ფულის მიღება. ჩვენ შეგვიძლია წარმოვიდგინოთ, რომ ერთ დღეს, იმავე მოდელის საფუძველზე, ადამიანები შეძლებენ სამედიცინო გამოკვლევისთვის მისვლას რაიმე სახის ტექნოლოგიურ ცენტრში“, - თქვა ლაბორატორიის წამყვანმა მეცნიერმა, 43 წლის  აბდელჯალილ ნასერიმ.

ექიმებს შეეძლებათ შეაფასონ რობოტის დიაგნოსტიკის შედეგები დისტანციურად, რაც განსაკუთრებით ღირებული იქნება შორეულ თემებში მცხოვრები ადამიანებისთვის.

გარდა ამისა, მოწყობილობას  შეუძლია შესთავაზოს უფრო პერსონალიზებული სერვისი სახლში ან მოხუცთა თავშესაფარში - მიართვას საკვები, გახსნას წყლის ბოთლი, დაცემის შემთხვევაში დახმარებისთვის გამოიძახოს, ან მოაწყოს ვიდეო ზარი ოჯახთან და მეგობრებთან.

„ჩვენ უნდა მივაღწიოთ წარმატებას“

Garmisch-ის ლაბორატორიაში გიუნტერ შტაინებახი სამი ეკრანითა და ჯოისტიკით აღჭურვილ მაგიდასთან დაჯდა და ემზადება რობოტის საქმიანობის შესამოწმებლად. ოთახის მეორე ბოლოში სატესტო მოდელად დანიშნული მკვლევარი Garmi-ს წინ ზის. Garmi, რომელიც მკერდზე სტეტოსკოპით პოზირებს - ჯოისტიკის გამოყენებით შორიდან შტაინებახის მიერ კონტროლდება, ხოლო სამედიცინო მონაცემები დაუყოვნებლივ ჩნდება ექიმის ეკრანზე.

„წარმოიდგინეთ, ეს რომ მქონოდა წინა პრაქტიკაში,” - თქვა გიუნტერ შტაინებახმა  და ჯოისტიკის მოძრაობა განაგრძო. 

პენსიაზე გასული ექიმის გარდა, ლაბორატორიას რეგულარულად სტუმრობენ სხვა პრაქტიკოსები, რათა დააფიქსირონ თავიანთი იდეები და კომენტარები რობოტის მუშაობაზე.

„ეს სამი წლის ბავშვივითაა. მას ყველაფერი უნდა ვასწავლოთ“, - განაცხადა ნასერმა.

როდის იქნება Garmi მზად კომერციული გამოყენებისთვის, უცნობია. მაგრამ ნასერი დარწმუნებულია, რომ "ამას უნდა მივაღწიოთ, სტატისტიკა ნათლად აჩვენებს, რომ ეს აუცილებელია."

„2030 წლიდან ჩვენ უნდა შევძლოთ ასეთი ტექნოლოგიების ინტეგრირება ჩვენს საზოგადოებაში."

ნდობის საკითხია

და თუ ერთ მშვენიერ დღეს ეს ტექნოლოგია ნამდვილად განხორციელდება, მაშინ გარმიშის Sankt Vinzenz-ის მოხუცთა თავშესაფრის მაცხოვრებლები, პროექტის პარტნიორები, დიდი ალბათობით დაინახავენ Garmi-ს დერეფნებში მიმავალს.

მოხუცთა თავშესაფრის ხელმძღვანელი, რომელიც ყოველდღიურად ებრძვის პერსონალის დეფიციტს, ამბობს, რომ არ ელის, რომ რობოტი სამედიცინო მუშაკებს ჩაანაცვლებს.

„მაგრამ ეს საშუალებას მისცემს ჩვენს თანამშრომლებს მეტი დრო გაატარონ თავშესაფრის ბენეფიციარებთან”, - თქვა მან.

ნასერის გუნდისთვის ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა არ არის ტექნოლოგიური, სამედიცინო და ფინანსური. უფრო მეტიც, გასარკვევია, მიიღებს თუ არა პაციენტების უმრავლესობა რობოტს.

„ისინი უნდა ენდონ რობოტს“, - განაცხადა ექიმმა. „მათ უნდა შეეძლოთ მისი გამოყენება ისე, როგორც ჩვენ ვიყენებთ სმარტფონს დღეს“.

ავტორი:

გიგი ნოზაძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

8 საათის წინ

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები