აგვისტოს მდგომარეობით ქვეყანაში მიმოქცევაში არსებული საგადახდო საკრედიტო ბარათების რაოდენობამ 555 326 ერთეული შეადგინა, რომლის 21%-ი VISA-ს საკრედიტო ბარათებზე მოდის, ხოლო თითქმის 19%-ი Mastercard-ზე.
სტატისტიკური მაჩვენებლების თანახმად, აგვისტოს ბოლოსთვის VISA-ს აქტიური საკრედიტო ბარათების რაოდენობა 118 218 ერთეულს შეადგენდა, ხოლო Mastercard-ის 104 679 ერთეულს.
ხოლო 332 429 ერთეული საკრედიტო ბარათი სხვა საგადახდო სისტემების კუთვნილებაა.
თუ VISA-სა და Mastercard-ის ბაზრის წილს საკრედიტო ბარათების მიმართულებით მიმოვიხილავთ სახეზეა, რომ 2024 წლის აგვისტოში 2023 წლის აგვისტოსთან შედარებით VISA-ს აქტიური საკრედიტო ბარათების რაოდენობა 17%-ითაა შემცირებული, ხოლო Mastercard-ის 32%-ითა გაზრდილი.
აღსანიშნავია ისიც, რომ აგვისტოში ივლისთან შედარებით მიმოქცევაში არსებული საკრედიტო ბარათების რაოდენობა თითქმის 1%-ითაა შემცირებული, ხოლო 2023 წლის აგვისტოსთან შედარებით კლება ასევე 1%-ია.
უახლესი