დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
საკრედიტო ბარათების 21%-ი VISA-ზე მოდის, ხოლო 19%-ი Mastercard-ზე

საკრედიტო ბარათების 21%-ი VISA-ზე მოდის, ხოლო 19%-ი Mastercard-ზე

31-12-2024 19:00:00

მიმოქცევაში არსებული საგადახდო საკრედიტო ბარათების 21%-ი VISA-ს საკრედიტო ბარათებზე მოდის, ხოლო  19%-ი Mastercard-ზე. ნოემბრის მდგომარეობით ქვეყანაში ქვეყანაში აქტიური საკრედიტო ბარათების რაოდენობამ 550 662 ერთეული შეადგინა,

სტატისტიკური მაჩვენებლების თანახმად, ნოემბრის ბოლოსთვის VISA-ს აქტიური საკრედიტო ბარათების რაოდენობა 117 822 ერთეულს შეადგენდა, Mastercard-ის 103 586 ერთეულს.

ხოლო 329 254 ერთეული საკრედიტო ბარათი სხვა საგადახდო სისტემების კუთვნილებაა. 

თუ VISA-სა და Mastercard-ის ბაზრის წილს საკრედიტო ბარათების მიმართულებით მიმოვიხილავთ სახეზეა, რომ 2024 წლის  ნოემბერში 2023 წლის ნოემბერთან შედარებით VISA-ს აქტიური საკრედიტო ბარათების რაოდენობა 13%-ითაა შემცირებული, ხოლო Mastercard-ის 44%-ითა გაზრდილი. 

აღსანიშნავია ისიც, რომ ნოემბერში ოქტომბერთან შედარებით მიმოქცევაში არსებული საკრედიტო ბარათების რაოდენობა თითქმის 0,2%-ითაა გაზრდილი, ხოლო 2023 წლის ნოემბერთან შედარებით 1%-იანი კლებაა.

ავტორი:

მაია არაბიძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები