დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
საქპატენტსა და საქსტატს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

საქპატენტსა და საქსტატს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

27-03-2025 14:51:00

საქპატენტის სათავო ოფისში, საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნულ ცენტრსა და საქართველოს სტატისტიკის ეროვნულ სამსახურს შორის ხელი მოეწერა მემორანდუმს, რომლის მიზანია მხარეებს შორის თანამშრომლობის გაღრმავება, ინფორმაციის გაცვლა, ასევე, საერთო ინტერესების გათვალისწინებით, ღონისძიებების დაგეგმვა და განხორციელება. მემორანდუმს ხელი მოაწერეს საქპატენტის თავმჯდომარემ სოსო გიორგაძემ და საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის აღმასრულებელმა დირექტორმა გოგიტა თოდრაძემ.

მემორანდუმის ფარგლებში გათვალისწინებულია მხარეებს შორის ცოდნისა და გამოცდილების გაზიარება, რომლებიც ხელს შეუწყობს როგორც საზოგადოებაში ინტელექტუალური საკუთრების მიმართულებით ცნობიერების ამაღლებას, ისე საქსტატის პროდუქტებისა და სერვისების შესახებ ცნობადობის გაზრდას.

მემორანდუმის თანახმად, მხარეები გამართავენ ერთობლივ სამუშაო შეხვედრებსა და კონსულტაციებს დარგობრივ ექსპერტებთან, ასევე, მიიღებენ მონაწილეობას უწყებების მიერ ორგანიზებულ კონფერენციებში, სემინარებსა და სხვა შემეცნებით ღონისძიებებში, რომლებიც საქპატენტისა და საქსტატის სფეროებში ცოდნის გაღრმავებაზე იქნება მიმართული.

ავტორი:

გვანცა მახარაძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები