დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
საკომუნიკაციო აპლიკაციების უსაფრთხოება

საკომუნიკაციო აპლიკაციების უსაფრთხოება

04-03-2025 13:58:00

საკომუნიკაციო აპლიკაციები დღეს ჩვენთვის იქცნენ მეგობრებთან თუ კოლეგებთან ურთიერთობის შემადგენელ ნაწილად და ხშირ შემთხვევაში ბევრისთვის ისინი მთავარ საკომუნიკაციო საშუალებას წარმოადგენენ.  თუმცა, მარტივი და სწრაფი კომუნიკაციის ეს საშუალებები, როგორიცა whatsApp, Signal, Viber და Telegram, ხშირად კიბერთაღლითების მიზანში ხვდება და საფრთხეს უქმნის მომხმარებლებს, რომლებმაც შესაძლოა მოტყუებით უნებლიედ გააზიარონ პერსონალური და სხვა კონფიდენციალური ინფორმაცია ამ საკომუნიკაციო არხებით.  სათანადო კიბერუსაფრთხოების წესების დაცვის გარეშე, აღნიშნული აპლიკაციების მომხმარებლები შესაძლოა ისეთი საფრთხეების წინაშე აღმოჩნდნენ, როგორიცაა პირადი მონაცემების უნებართვო მოპოვება, მავნე კოდის გავრცელება და მუდმივად მზარდი ფიშინგ შეტევები. ამდენად, მნიშვნელოვანია დავინახოთ და გავიაზროთ ეს საფრთხეები და საბაზისო რეკომენდაციების გათვალისწინებით დავიცვათ ჩვენი ციფრული აქტივობა და მონაცემები.

ძირითადი თაღლითური სცენარები, რომელიც დღეს ჩვენთვის ნაცნობია და ხშირად გხვდება:

1. ფიშინგ შეტევა -
ელ-ფოსტით ან მოკლე ტექსტური შეტყობინებით გაგზავნილი შეტყობინებები მავნე ბმულებით, რომლის მეშვეობით თაღლითები მიმღების მოტყუებით ცდილობენ ფინანსური, საბარათე, სისტემური ინფორმაციის მოპოვებას.

2. მოგონილი ან ცნობილი კომპანიის სახელით სხვადასხვა შეთავაზება და ინფორმაციის  გამოძალვა, მათ შორის ყალბი სამუშაოს შეთავაზება ან ჯგუფებში გაწევრიანება.

3. ტექნიკური მხარდაჭერა: თაღლიღები ხშირად გვევლინებიან, როგორც ტექნიკური მხარდაჭერის სამსახურის წარმომადგენლები და ეცდებიან კონფიდენციალური ინფორმაციის მოტყუებით მოძიებას თქვენგან.

4. თქვენს ანგარიშზე ქმედებისკენ მოწოდება (ბოლო დროს გავრცელებული): თითქოს ამა თუ იმ საკომუნიკაციო აპლიკაციაში გარკვეული ქმედება გაქვთ აუცილებლად განსახორციელებელი, რომ უსაფრთხოება დაიცვათ, დაადასტუროთ ცვლილება და ა.შ.

5. ინვესტიციები და კრიპტოვალუტის ყალბი შეთავაზებები: ინვესტიციების ყალბი შეთავაზები არარეალურად მაღალი მოგების დაპირებით.

როგორ დავიცვათ თავი?

  • არ მიჰყვეთ მესამე მხარესგან მღებულ წოდებებს და მსგავსი უბრალოდ წაშალეთ
  • გაააქტიურეთ ორ-ფაქტორიანი ავთენტიფიკაცია (თითქმის ყველა საკომუნიკაციო აპლიკაციას გააჩნია)
  • თუ მიიღეთ შეტყობინება ნაცნობი გამომგზავნისგან (მიმსგავსებულია) ინფორმაციის ან თანხის თხოვნით, სხვა არხით გადავამოწმოთ ამ პირის იდენტობა და დარწმუნდით, რომ ნამდვილად ის გიკავშირდებათ
  • საკომუნიკაციო აპლიკაციებსა და უშუალოდ მობილურ მოწყობილობაზე რეგულარულად დააყენეთ სისტემური განახლებები
  • დაფიქრდით, რა ინფორმაციას აზიარებთ საკომუნიკაციო საშუალებებით. არავითარ შემთხვევაში არ ვაზიარებთ პაროლებს და საბარათე მონაცემებს.
  • თუ დაუფიქრებლად გადახვედით ყალბი გვერდის ბმულზე და გააზიარეთ პაროლი ან საბარათე მონაცემები, უმალვე ცვლით ყველგან ამ პაროლს და ბლოკავთ ბარათს - ეს ბარათი აღარ უნდა გამოიყენეთ, შეუკვეთეთ ახალი.


 

ავტორი:

ნინო ჭანტურია
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები