2025 წლის თებერვალში ჩატარდა 6 გამოშვებისა და 2 გაცვლის აუქციონი. სახაზინო ფასიანი ქაღალდების ჯამურმა გამოშვების მოცულობამ შეადგინა 369.32 მლნ ლარი.
საშუალო შეწონილმა საპროცენტო განაკვეთმა 8.453% შეადგინა.
საანგარიშო პერიოდში სულ გამოშვებულ იქნა 6 და 12 თვის ვადიანობისა და 3, 5, 7 და 11 წლის ნარჩენი ვადიანობის მქონე სახაზინო ობლიგაციები. დაიფარა 237.52 მლნ ლარის მოცულობის სახაზინო ვალდებულებები.
2025 წლის 28 თებერვლისათვის სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების პორტფელის 43.1% ფორმირებულია იმ ფასიანი ქაღალდებით, რომელთა დაფარვის ვადა დგება მომავალი 1-3 წლის განმავლობაში. სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების პორტფელში ასევე დიდი წილი უკავია 5 და მეტი წლის ვადიანობის მქონე ობლიგაციებს (დაახლოებით 29.3%).
მოთხოვნის კოეფიციენტი გასული თვის მაჩვენებელთან (იანვარი 1.97) შედარებით გაიზარდა და 2.22 შეადგინა.
იანვარში სახაზინო ფასიანი ქაღალდების დარჩენილი საშუალო შეწონილი ვადიანობა უმნიშვნელოდ გაიზარდა და 3.6 წელი შეადგინა (იანვარი 3.53 წელი).
უახლესი
6 საათის წინ
sCoolApp-ში საჩუქრების კამპანია დაიწყო6 საათის წინ
ლარის კურსი დოლართან და ევროსთან გამყარდა6 საათის წინ
საქართველოს ავიაბაზარის TOP 5 მოთამაშე