27 თებერვალს საქართველოს ფინანსთა სამინისტრო, სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების აუქციონზე, პირველადი დილერების საპილოტე პროგრამის ფარგლებში შერჩეულ, 100 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების, 5.5 წლის საწყისი ვადიანობის მქონე სახაზინო ობლიგაციებს განათავსებს.
აღნიშნულ აუქციონში მონაწილეობა შეუძლიათ მხოლოდ ფინანსთა სამინისტროს მიერ შერჩეულ პირველად დილერებს, რომელთაც პირველადი დილერის სტატუსი მიენიჭათ ფინანსთა სამინისტროს, ეროვნულ ბანკსა და პირველად დილერს შორის გაფორმებული ურთიერთგაგების მემორანდუმის საფუძველზე.
უახლესი
55 წუთის წინ
ლარი აშშ დოლართან და ევროსთან გამყარდა