საქსტატის მიერ Business Insider Georgia-თვის მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, 2023 წლის მეორე კვარტალში ბრუნვის მიხედვით TOP-5 სამეცივრე მეურნეობა გამოიკვეთა.
ვინ არიან მფლობელები:
შპს G & A GROUP-ი 2012 წელს დაფუძნდა. კომპანიის 100%-ს აზერბაიჯანის მოქალაქე ტურგაი ალაკბაროვი ფლობს. კომპანიის დირექტორია - ვლადიმერ უგულავა.
შპს აისბერგ ფოთი - 2010 წელს დაფუძნდა. კომპანიას ორი მფლობელი ჰყავს. შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება ბ & ჯ, 70% და ყაზახეთის მოქალაქე იგორ მარტინოვი, რომელიც კომპანიის 30%-ს ფლობს.
შპს ესპერანსი - 2002 წელს დაფუძნდა. კომპანიას ოთხი მფლობელი ჰყავს დავით წიწილაშვილი 50%, ეთერი თოფურია, დავით წიწილაშვილი, მაყვალა წიწილაშვილი 50%.
სს ლილო 1 - 2006 წელს დაფუძნდა. დირექტორია - დავით ბეგიაშვილი. კომპანიას სამეთვალყურეო საბჭო მართავს - წევრი: უტა მაზიაშვილი, სოლომონ მამუჩიშვილი, გიორგი ჩივაძე, ბიძინა გამცემლიძე, 01010005279.
შპს არკო - 2006 წელს დაფუძნდა. კომპანიას სამი მფლობელი ჰყავს - ნინო გორდელაძე 35%; კატო ლეილა კაჭარავა, /ორმაგი მოქალაქე საქართველო, აშშ/ 30% და ელენე კაჭარავ 35%.
უახლესი
4 საათის წინ
„პეისერა ბანკი საქართველო“ 46 000 ლარით დაჯარიმდა